როცა ჯაზი შენს ცხოვრებად გადაიქცევა 🎹
ეს არის მაია ბარათაშვილის ავტობიოგრაფიული ამბავი განვლილ გზებზე, ჯაზზე, ცხოვრებისეულ იმპროვიზაციებზე…
22 ოქტომბერს, 20:00 საათზე
🔱სკენეს სამეფო თეატრი გიწვევთ თბილ, უშუალო და ემოციურ მუსიკალურ პერფორმანსზე
„ჩემი ამბავი“.
♥️ მომღერალი და მუსიკოსი სცენიდან საკუთარი შემოქმედებითი გზის, გულწრფელი განცდებისა და მოგონებების ქრონოლოგიას გაგვიზიარებს.
ამ საღამოს გაცოცხლებიან მივიწყებული გრძნობები, მოგონებები და თითოეულ სტუმარს თავის საკუთარ, ყველაზე ძვირფას ამბავთან მიიყვანს✨
გელოდებით „სკენეს“ სამეფო სივრცეში.
ბილეთის ფასი: 60₾. საფასურში შედის ერთი ჭიქა ნატურალური ღვინო.