შვედი „ზრდასრულებისთვის შექმნილი ზღაპრების“ ოსტატის ადრეული ფილმი, გადაღებული მის სამშობლოში, რომელმაც მას შემდგომი მსოფლიო წარმატება მოუტანა.
თერთმეტი წლის ინგმარის დედა ტუბერკულოზით სასიკვდილოდ არის ავად. იმისთვის, რომ მას ზრუნვის ტვირთი შეუმსუბუქონ და ბიჭი მძიმე შთაბეჭდილებებისგან დაიცვან, ინგმარს ზაფხულისთვის აგზავნიან ბიძასთან, პატარა დასახლებაში. იქ იგი თავს უცხოდ და მარტო გრძნობს მანამ, სანამ არ გაიცნობს თავის თანატოლს — ადგილობრივ „ქაჯანა“ გოგონას, საგას. საბოლოოდ ბავშვობა, ზაფხული და მეგობრობა თავისას შვრება: გარკვეული დროით ინგმარი ჩვეულებრივ, ბედნიერ არდადეგებზე მყოფ ბიჭად იქცევა და ფიქრობს: „შეიძლებოდა უარესიც ყოფილიყო. სინამდვილეში გამიმართლა. თუ შევადარებთ…“
ლასე ჰალსტრემი — შვედი რეჟისორია, ცნობილი ისეთი ემოციური და ერთდროულად ჯადოსნური ფილმებით, როგორებიცაა „შოკოლადი“, „ჰაჩიკო“ და „რა აწუხებს გილბერტ გრეიპს“, თუმცა სწორედ „ჩემი ძაღლის ცხოვრება“, რომელმაც ჰალსტრემს ჰოლივუდისკენ გზა გაუხსნა, დარჩა მის ყველაზე ნაზ, კამერულ და კეთილად ბავშვურ ნამუშევრად.
ოქროს გლობუსის პრემია საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის.
