მუსიკალური სპექტაკლი ,,რეჩიტატივი ქალაქში
კონცერტები

მუსიკალური სპექტაკლი ,,რეჩიტატივი ქალაქში"

"როგორებიც ჩვენ ვართ, ისეთი ქვეყანა გვაქვს. ამ დროს ქვეყანა უფრო მაგარი გვაქვს და ჩვენ სუსტად გამოვიყურებით... სამწუხაროდ! რა არ გვყოფნის?! რა ვერ გავიყავით?! ან რა გვაქვს ამდენი რომ ვერ გავიყავით, ან რამდენი ვართ რომ არავის არ ყოფნის?! აღარა ვართ... აი, ამ ჭიდაობაში... და ამ ყველაფერზეა ეს სპექტაკლი". დასაწყისი: 20:00ხანგრძლივობა 50 წუთი
მუსიკალური სპექტაკლი ,,რეჩიტატივი ქალაქში"
182, D. Agmasheneblis Ave., Tbilisi
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

„რეჩიტატივი ქალაქში“ - სპექტაკლის პრემიერა 2020 წლის 5-6 მარტს შედგა. მეორე დღეს პანდემიის გამო თეატრები დაიხურა...

რეჟისორი: კახა ბაკურაძე
ავტორი: კახა ბაკურაძე
კომპოზიტორი: სანდრო ნიკოლაძე
ქორეოგრაფი: ლაშა რობაქიძე
საჰაერო ეპიზოდების ქორეოგრაფი: ნატა შუაქრიშვილი
მსახიობები: ანი თალაკვაძე, მიხეილ ზაქაიძე, მარიამ ბალახაძე, ნინიკო ავალიანი
მუსიკოსები: სანდრო ნიკოლაძე, დავით კაკულია, ვალო ყარალაშვილი, სიმონ ბითაძე

ფოტო და ვიდეო

მუსიკალური სპექტაკლი ,,რეჩიტატივი ქალაქში

ადგილი

მოძრაობის თეატრი
მოძრაობის თეატრი
182, D. Agmasheneblis Ave., Tbilisi
«მოძრაობის თეატრის» ისტორია მისი დამფუძნებლის კახა ბაკურაძის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. საქართველოში თეატრის გახსნამდე, კახა ბაკურაძე დასავლეთ ევროპაში მოღვაწეობდა და მრავალწლიანი პრაქტიკის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში 2000 წელს დაბრუნდა. თეატრალურ ინსტიტუტში, პანტომიმის გაკვეთილებს უტარებდა მომავალ მსახიობებს. 2001 წელს თეატრალურის სტუდენტებთან ერთად დადგა პირველი სპექტაკლი «რიჩარდ მესამე», რომელიც იმავე წელს შეფასებული იქნა როგორც წლის საუკეთესო ექსპერიმენტი. სტუდენტებისგან შეკრულმა დასმა სწორედ აქ დაანახა კახა ბაკურაძეს საკუთარი თეატრის ჩამოყალიებების შესაძლებლობა და დაიწყო მოგზაურობა, მოძრაობის სამყაროში. პირველი საჯარო გამოსვლები კახა ბაკურაძის დასმა, ყოველგავრი ანონსებისა და ანაზღაურების გარეშე ქუჩებში დაიწყო. მოძრაობის თეატრი მუდმივ მოძრაობაში იყო და შესაძლებლობის ფარგლებში იცვლიდა სარეპეტიციო ფართებს, საკუთარი თეატრის მშენებლობის დასრულებმადე (2013 წ.), რომელიც სამხატვრო ხელმძღვანელმა და დასმა, საკუთარი ხელით ააგეს. მას შემდეგ ამ შენობაში ერთი დღითაც არ შეწყვეტილა შემოქმედებითი საქმიანობა, რომელიც მხოლოდ თეატრალურ სპექტაკლებს არ გუსლიხმობს. კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრში უამრავი შემოქმედებითი საღამო იმართენა და მათი სელექცია მხოლოდ ერთი ნიშნით ხდება - შემოქმედება უნდა იყოს საავტორო.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება
გამოიწერეთ სიახლეები, მოგვყევით.