19 იანვარს (პარასკევს) 16:00 და 20:00 საათზე @sbp4 ჯგუფი წარმოგიდგენთ მუსიკალურ წარმოდგენას "დაკარგული სარკე".
"დაკარგული სარკე" არის მუსიკალური წარმოდგენა მთელი ოჯახისთვის (6+) ორ მოქმედებად ანტრაქტით, მწერლისა და მხატვრის პაველ პეპერშტეინის ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით. მისი ავტორები იყვნენ SBPC ჯგუფის შემქმნელი და სოლისტი კირილ ივანოვი და თეატრის რეჟისორი, ქორეოგრაფი ოლეგ გლუშკოვი.