კომპოზიტორ მარიკო კვალიაშვილის მუსიკალური პოემა “ ტატო” თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
კომპოზიტორ მარიკო კვალიაშვილის მუსიკალური პოემა “ ტატო”

კომპოზიტორ მარიკო კვალიაშვილის მუსიკალური პოემა “ ტატო”

კომპოზიტორ მარიკო კვალიაშვილის მუსიკალური პოემა “ ტატო”
25 Shota Rustaveli Ave, Tbilisi
ბილეთის ფასი
დან 15
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

08.07.2025
სამშაბათი
19:00
15 ₾ - 100
15 ₾ - 100
ვრცლად

აღწერა

კომპოზიტორ მარიკო კვალიაშვილის ორმოქმედებიანი მუსიკალური პოემა ,,ტატო“.

სპექტაკლად ქცეული ორ მოქმედებიანი და თორმეტ სურათიანი მუსიკალური თხრობა დიდი პოეტის ბედისწერაზე. მოქმედება ვითარდება მე -19 საუკუნის თბილისში და შემდეგ განჯაში. სპექტაკლისთვის დაიწერა ოცდაერთი ახალი სიმღერა. საღამოს ერთვის ხუთი ცეკვა. საღამო სრულიად განსხვავაებული ფორმატისაა, რომელშიც აჟღერდება როგორც საოპერო, საესტრადო და ხალხური მუსიკა. სპექტაკლი კოსტიუმირებულია იმ დროისათვის შესაფერისი სამოსით. ეს არის ნიკოლოზ ბარათაშვილის განვლილის ხანმოკლე ცხოვრების ასახვა სცენაზე დაბადებიდან- სიკვდილამდე. სცენაზე ნიკოლოზ ბარათაშვილთან ერთად გაცოცხლდება ყველა ის პერსონაჟი ვინც დიდი პოეტის ირგვლივ არსებობდა, ამას ემატება ფინალური სცენა, სიკვდილის შემდეგ აღმატებული სახელის უკვადავებისა.

შემსრულებლები:

თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტები: მარიკა მაჩიტიძე, სულხან გველესიანი; ბადრი ჩიხიაშვილი, ნათია ბეჟაშილი, გიგა აბესაძე, არმაზ დარაშვილი, თორნიკე პაპიძე, ოთარ შიშინაშვილი, თამაზ საგინაძე.

ქართული ესტრადის ვარსკვლავები: ეკა კვალიაშვილი, ქეთი ქართველიშვილი, ზვიად მიჩილაშვილი, გელა დონაძე, გიგა ჯალაღონია, მიშო ჯავახიშვილი, აჩიკო ბერიძე., თინა მეითოვა, ნუგზარ კვაშალი, ანსამბლ ,,შავნაბაადას“ სოლისტი დიმიტრი ჭითანავა.

თეატრის ცნობილი მსახიობები: ნიკოლოზ ნანიტაშვილი, ანდრია გველესიანი.

საოპერო სტუდიის კაპელა; პატრიარქის ნატლულთა გუნდი; მგალობელთა გუნდი; ვაჟთა ანსამბლები: ,,ჰერიო“; ,,ახალი ბანა“; ,,შვიდკაცა“; ,,თბილისური კვარტეტი“;

ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,აფხაზეთი“. ,,აღმოსავლური ცეკვების“ შემსრულებელი, ქორეოგრაფი, არაბული ცეკვის საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი საქართველოში - ელენა ჩიხლაძე.

რეჟისორი - ანდრო ენუქიძე

მხატვარი - ივანე ჭელიძე

კონცერტმაისტერი, მუსიკოსი - ლევან ჩხაიძე

წამყვანი - ნიკოლოზ წულუკიძე

ფოტო და ვიდეო

კომპოზიტორ მარიკო კვალიაშვილის მუსიკალური პოემა “ ტატო”

ადგილი

თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი
თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი — ოპერის სახლი ქ. თბილისში, საქართველოს მთავარი მუსიკალური თეატრი, თბილისის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა და ქალაქის კულტურული ცხოვრების ერთ-ერთი განმსაზღვრელი ცენტრი უკანასკნელი საუკუნენახევრის მანძილზე. დაარსდა 1851 წელს.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება