ოსკაროსანი ფილმების მუსიკა კონსერვატორიის დიდ დარბაზში!
გეპატიჟებით გამორჩეულ საღამოზე, სადაც მსოფლიო კინემატოგრაფის ის მელოდიები გაცოცხლდება, რომლებმაც დროს გაუძლეს და მაყურებლის გულებში განსაკუთრებული ადგილი დაიკავეს.
პროექტი, რომელიც უკვე ტრადიციად იქცა და მსმენელის მხრიდან დიდი აღიარება და ინტერესი დაიმსახურა, კვლავ ბრუნდება სცენაზე.
25 და 26 აპრილს, 20:00 საათზე, კონსერვატორიის დიდი დარბაზი უმასპინძლებს კონცერტს, რომელიც კინომუსიკის სამყაროში სამოგზაუროდ გიხმობთ. სიმფონიური ორკხესტრის შესრულებით მოისმენთ იმ შედევრებს, რომლებმაც კინოს ისტორია შეცვალეს და „ოსკარის“ უმაღლესი აღიარება მოიპოვეს.
რა გელით კონცერტზე?
● კინემატოგრაფიული ჰარმონია: ცოცხლად შესრულდება საუნდტრეკები ისეთი საკულტო ფილმებიდან, როგორიცაა: Gladiator, La La Land, 007, The Godfather, Pirates of the Caribbean, Titanic, Interstellar, Star Wars და სხვა.
● ვიზუალური ატმოსფერო: მუსიკის პარალელურად, დიდ ეკრანზე გაშვებული კადრები კიდევ უფრო გაამძაფრებს თითოეული ნაწარმოების ემოციას.