მუსიკა და ფერები თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
მუსიკა და ფერები

მუსიკა და ფერები

მუსიკა და ფერები
Tbilisi, Georgia
ბილეთის ფასი
დან10 ₾
ქართული

განრიგი

24.10.2026
შაბათი
15:00
10 ₾
31.10.2026
შაბათი
15:00
10 ₾

აღწერა

გაინტერესებთ რა კავშირია მუსიკასა და ფერებს შორის? ნოტების დასახელებების წარმომავლობა? - ამ და სხვა მრავალ კითხვაზე პასუხებს მოისმენთ საგანმანათლებლო - პროგრამაში „მუსიკა და ფერები“ . 


პროგრამის მიზანია გააცნოს სკოლამდელი ასაკის და დაწყებითი კლასების მოსწავლეებს მუსიკალური ნოტები, ფერების ისტორია და მათი ურთიერთკავშირი. 


პროგრამის მონაწილეები მუზეუმის დათვალიერების შემდეგ ვიდეო და აუდიომასალის გამოყენებით ნახავენ და მოისმენენ: 

• მუსიკალურ ნაწარმოებს, რომელიც ფერადი შუქის მონაცვლეობით სრულდება. • გაეცნობიან თუ რა საშუალებებს იყენებენ კომპოზიტორები მუსიკის ჩასაწერად. • საიდან მომდინარეობს ნოტების დასახელებები. 

პროგრამაში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად. 

• მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 20 

• შაბათი: 15:00 საათი 

• ასაკობრივი ჯგუფი: 6 წლიდან 

• ხანგრძლივობა: 90 წუთი 

• ღირებულება: 10 ლარი 

• თბილისი, დიმიტრი ბაქრაძის ქუჩა N 10 

 

საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორი - 551 51 49 42 

 

ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი

 

პროგრამა ჩატარდება ქართულ ენაზე

ფოტო და ვიდეო

მუსიკა და ფერები

ადგილი

Tbilisi
თბილისი — დედაქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში; 1922–1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380–600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 502 კმ² ფართობი უჭირავს და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს. თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის. ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება