„მუსიკა და ფერები“ თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
„მუსიკა და ფერები“

„მუსიკა და ფერები“

„მუსიკა და ფერები“
Tbilisi, Georgia
ბილეთის ფასი
დან10
რუსული, ქართული

განრიგი

24.08.2026
ორშაბათი
15:00
10
29.08.2026
შაბათი
15:00
10

აღწერა

„მუსიკა და ფერები“

გაინტერესებთ, რა კავშირია მუსიკასა და ფერებს შორის? ან საიდან მოდის მუსიკალური ნოტების სახელები? ამ და კიდევ ბევრ საინტერესო კითხვაზე პასუხს საგანმანათლებლო პროგრამა „მუსიკა და ფერები“ გაგცემთ.

პროგრამა განკუთვნილია სკოლამდელი და დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის და მიზნად ისახავს მუსიკალური ნოტების, ფერების ისტორიისა და მათი ურთიერთკავშირის გაცნობას.

მუზეუმის დათვალიერების შემდეგ მონაწილეები ვიდეო და აუდიომასალების დახმარებით:

  •  მოისმენენ მუსიკალურ ნაწარმოებს, რომელსაც ფერადი განათების ეფექტები ახლავს;

  •  გაიგებენ, როგორ იწერება მუსიკა და რა საშუალებებს იყენებენ კომპოზიტორები ნოტების ჩასაწერად;

  •  აღმოაჩენენ, საიდან წარმოიშვა მუსიკალური ნოტების სახელები.

ფოტო და ვიდეო

„მუსიკა და ფერები“

ადგილი

Tbilisi
თბილისი — დედაქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში; 1922–1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380–600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 502 კმ² ფართობი უჭირავს და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს. თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის. ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება