თბილისის მუზეუმების გაერთიანებაში სააბონენტო სისტემა მოქმედებს. ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია შეიძინოს აბონემენტი სამი, ექვსი ან თორმეტი თვის ვადით.
აბონემენტის ყიდვის შემთხვევაში მოქმედებს 1+1 სისტემა, მფლობელს შეუძლია თანმხლებ პირთან ერთად ეწვიოს თბილისის მუზეუმების გაერთიანებაში შემავალ მემორიალურ სახლ-მუზეუმებს.
დამთავლიერებლის აბონემენტის შეძენით შესაძლებელია 6 მემორიალური სახლ მუზეუმის დათვალიერება.
აბონემენტის გამოყენება შესაძლებელია კვირაში 7 დღე, დილის 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეუზღუდავი სიხშირით.
თბილისის მუნიციპალური „მუზეუმების გაერთიანება“ დაფუძნდა 2016 წლის 29 ივლისს (თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა - განკარგულება 30.02.651) რომელიც გულისხმობს 9 დამოუკიდებელი მუზეუმების ერთიან ინსტიტუციას. გაერთიანებაში შემავალი მუზეუმების უმრავლესობა მრავალი წელია არსებობს და ქართული კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის დამცველად გვევლინება.
თბილისის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი
მისამართი: ივანე ჯავახიშვილის ქ. 7, 0105, თბილისი,
სამუშაო დღეები: ყოველი დღე, გარდა - სამშაბათისა
სამუშაო საათები: 10-18 სთ.
ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმი
მისამართი: დ. ბაქრაძის ქ. 10, 0108, თბილისი,
სამუშაო დღეები: ყოველი დღე,
სამუშაო საათები 10:00-18:00 სთ.
გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური ბინა-მუზეუმი
მისამართი კ.მარჯანიშვილის ქ. 4, 0105 თბილისი,
სამუშაო დღეები: ყოველი დღე,
სამუშაო საათები: 10:00-18:00 სთ.
ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური ბინა-მუზეუმი
მისამართი: დ. აღმაშენებლის გამზ. 83 /23, 0105 თბილისი,
სამუშაო დღეები ყოველი დღე,
სამუშაო საათები 10:00 -18:00 სთ.
მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმი
მისამართი: ზანდუკელის ქ. N1, 0108, თბილისი,
სამუშაო დღეები: ყოველი დღე, გარდა - ორშაბათისა,
სამუშაო საათები 10-18 სთ;
კოტე და სოსო წერეთლის მემორიალურ ბინა-მუზეუმი
მისამართი: უზნაძის ქ. 2, 0190, თბილისი,
სამუშაო დღეები: ყოველი დღე,
სამუშაო საათები: 10:00-18:00 სთ
შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით მუზეუმში შესვლა უფასოა:
➢ ICOM-ის წევრებისთვის;
➢ პენსიონერთათვის;
➢ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის;
➢ 6 წლამდე ბავშვებისთვის;
➢ სოციალურად დაუცველი და იძულებით გადაადგილებული პირებისთვის;
➢ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანებისათვის და მათთან გათანაბრებული პირებისათვის.