კონცერტის დასაწყისი - 22:00
ბილეთი - უფასო და სრულიად დემოკრატიული
მურმან წულაძე ცხოვრების გზამ ისევ ჩვენთან მოიყვანა, მოდით, ერთი ტაში ერთად დავკრათ - და ისიც ისეთი, რომ ქვები იძვრეს რუსთაველზე.
დედაენა კი იცით როგორია - პატარა მაგრამ ყველაზე გულიანი სცენა, სადაც მუსიკა საუკეთესო ხარისხით შეიგრძნობა, დახვეწილი აკუსტიკისთა და უშუალო ენერგიით.
მურმანმა ახალი ალბომიც გამოუშვა. პირველად აქ გაჟღერდება. არც პრეზენტაცია იქნება, არც პათოსი - უბრალოდ, ჩამოჯდები, დალევ რამეს, და მუსიკა თავის საქმეს გააკეთებს.
ყველაფერი ზუსტად ისე იქნება, როგორც უნდა იყოს: ხმაური, ცოტა მონატრება, ბევრი ნაცნობი სახე, და ცეკვა, რომელიც თავისით გამოგეპარება.
და ბოლოს, სანამ წავა მურმანირაღაცას გვეტყვის - ჩუმად, ჩვენც გავიგებთ. როგორც ყოველთვის.
წამოდი და ჩავდგათ ფერხული - არა იმიტომ, რომ სევდა დაგვავიწყდეს, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ ერთმანეთს ვაძლიერებთ.
ჭირშიცა და ლხინშიც - ყველან ერთად ვცეკვავთ ხელჩაკიდებული.
Afterparty: Crusher