მალჰოლენდ დრაივი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
მალჰოლენდ დრაივი

მალჰოლენდ დრაივი

მალჰოლენდ დრაივი
36, Dzmebi Zubalashvilebi Str.
ბილეთის ფასი
დან15
advertising
ინგლისური, რუსული

აღწერა

ცნობილი თრილერი შემოქმედებითი თავისუფლების, საკუთარი „მე“-ს ძიებისა და… თუმცა არა, სინამდვილეში ჩვენ თვითონაც არ ვართ დარწმუნებული, ზუსტად რაზეა ეს ფილმი. საერთოდ შეიძლება კი სიზმრის ახსნა?

ფილმი ორი უთანასწორო ნაწილისგან შედგება. თავდაპირველად ლინჩი გვიყვება ორ ქალზე — ბეტიზე და იდუმალ შავგვრემანზე — რომლებიც უცნაურ გარემოებებში ხვდებიან ერთმანეთს. შავგვრემანი ქალი ფილმის პირველ კადრებში ავტოკატასტროფაში ხვდება და ყველაფერს ივიწყებს, საკუთარ სახელსაც კი. შემდეგ, სიუჟეტის უმაღლეს დაძაბულობის მომენტში, ისტორია თითქოს თავიდან იწყება. პერსონაჟები იგივეა. მაგრამ — ყველაფერი სხვაგვარადაა. პირველი კითხვა, რომელიც მაყურებელს დარბაზიდან გამოსვლისას უნებლიეთ უჩნდება, ასეთია: „რა მოხდა სინამდვილეში?“

კანის კინოფესტივალის პრესკონფერენციაზე წამყვანმა ლინჩს მაშინვე მიმართა, როცა რეჟისორი ჟურნალისტების ოვაციებით გამოვიდა სცენაზე: „ძვირფასო ბატონო ლინჩ, ჩვენ შთაბეჭდილების ქვეშ ვართ ნანახით, მაგრამ იქნებ ასე კეთილი იყოთ და აგვიხსნათ — რა ვნახეთ?“ ლინჩი არ დაიბნა — მოეჩვენა, თითქოს კითხვა ვერ გაიგონა, და მზიანი ღიმილით უპასუხა: „დიახ-დიახ, ძალიან მიხარია, რომ ისევ აქ ვარ, კანში!“

კანის კინოფესტივალის საუკეთესო რეჟისურის პრიზი. ლოს-ანჯელესის კინოკრიტიკოსთა ასოციაციის, ასევე ჟურნალების Cahiers du Cinéma და Time Out მიხედვით — ათწლეულის საუკეთესო ფილმი. Rolling StoneVillage VoiceSunday Times და The Guardian მას ათწლეულის სამ საუკეთესო ფილმს შორის ასახელებენ. BBC Culture-ის მიხედვით კი — XXI საუკუნის უდიდესი ფილმი.

ფოტო და ვიდეო

მალჰოლენდ დრაივი

ადგილი

Art.Cinema
დამოუკიდებელი კინოს საუკეთესო არჩევანი Eng და Rus სუბტიტრებით
ამ ადგილის ყველა ღონისძიება