მულანი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
მულანი

მულანი

მულანი
99/1 D.Agmashenebeli avenue
ბილეთის ფასი
დან18
advertising
ქართული

განრიგი

09.10.2025
ხუთშაბათი
12:00
18 ₾ - 30
18 ₾ - 30
ვრცლად

აღწერა

კოპროდუქცია სოხუმის გიორგი რატიანის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიუ თეატრთან. ჩინური ტრადიციის მიხედვით, ქალს საბრძოლველად წასვლის უფლება არ ჰქონდა. მისი მოვალეობა მხოლოდ ქმრის ერთგულებით და ოჯახის გაძღოლით შემოიფარგლებოდა. მულანის ოჯახი ცდილობდა , გოგონას კარგ საპატარძლოდ წარმოჩენას. ჩინეთში, მონღოლთა ლაშქრის შემოსევას, იმპერატორის ბრძანება მოჰყვა, ოჯახიდან ომში თითო მამაკაცის გაწვევის. რადგან მულანის მამა ხნიერი იყო, მულანმა გადაწყვიტა თავად წასულიყო ომში და ებრძოლა. ასე იქცა მულანი ჩინური ლეგენდის გმირად, რომელმაც საკუთარი ქვეყანა გადაარჩინა.

ფოტო და ვიდეო

მულანი

ადგილი

მოზარდ მაყურებელთა თეატრი (ნოდარ დუმბაძის თეატრი)
1928 წელს ალექსანდრე თაყაიშვილმა შექმნა მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრი. პირველი სპექტაკლის "ფრიც ბაუერის" (N. Sats) პრემიერა 11 ნოემბერს შედგა. მას მოჰყვა სპექტაკლები: „რობინ ჰუდი“ (ს. ზაიატსკი), „ადამიანი შავ სათვალეებში“ (ვ. კურდიუმოვი), „ჰიავათა“ (ნ. ოგნევი) და სხვა. მაყურებელი სპექტაკლებს დიდი ინტერესით ადევნებდა თვალს. ამ სპექტაკლების წარმატება ხელოვანების დამსახურებაა: გ.კუპრაშვილი, თ.თვალიაშვილი, გ.დარისპანაშვილი, მ.ერგნელი, ცოტა მოგვიანებით: ვ.არეშიძე, ი.ნინუა, ა.კაჭკაჭიშვილი, ნ.სირბილაძე, დ. ცხაკაია, ნ.ხორავა, მ.ძაჟანაშვილი, ი.დონაური, გ.დეისაძე, ა.ქიასაშვილი, დ.ძნელაძე, ა.ღვინიაშვილი და სხვები. 1998 წელს მოზარდ მაყურებელთა ქართული და რუსული თეატრი გაერთიანდა ნ.დუმბაძის სახელობის ცენტრალური საბავშვო თეატრის სახელწოდებით. თეატრმა ერთობლივი საქმიანობა რუსეთის ახალგაზრდული თეატრის ყოფილ შენობაში დაიწყო. საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ და თეატრის მენეჯმენტის წყალობით შენობის სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება