ტალახი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
ტალახი

ტალახი

ტალახი
Beri Gabriel Salosi 1st turn #2, Tbilisi
ბილეთის ფასი
დან45
advertising
ინგლისური, ქართული

აღწერა

პიესის ავტორი: დავით ხორბალაძე

რეჟისორი და სცენოგრაფი: მიხეილ ჩარკვიანი

კოსტიუმების მხატვარი: თინათინ კვინიკაძე

კომპოზიტორი: ერეკლე გეწაძე

 

 

მონაწილეობენ: თემო ვაჭარაძე, კატო კალატოზიშვილი, კახა კინწურაშვილი, თორნიკე ლაზაშვილი, ქეთი ჯავახიშვილი.


შაბათის იდილიური დილა სირაქლემების ფერმაში. ოჯახი სასაუზმოდ ემზადება. დედამ კატლეტები მოამზადა, გოგონა სუფრის გაშლაში ეხმარება, მამა და ვაჟი კი სირაქლემების კვერცხებს უვლიან.

ოჯახის მშვიდ ყოველდღიურობას მოულოდნელი სტუმარი არღვევს - მანდატური, რომელიც ამბობს, რომ დაბაში მოზარდი გაუჩინარდა, საქმეში კი მათი შვილებიც ფიგურირებენ. ყველაფერი ირევა - დაუდასტურებელი ფაქტები, ეჭვები, უარყოფა, ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია, შეთხზული თუ ფაქტობრივი სიმართლე ერთმანეთს ცვლის და ოჯახს გარდაუვალი საფრთხის წინაშე აყენებს.

რა ხდება სიმართლის ტოტალური უარყოფის შემდეგ და რამდენად რადიკალური შეიძლება გახდეს ეს უარყოფა?

რა ხდება მაშინ, როცა ყველას სჯერა, რომ არაფერი მომხდარა?

 

 

ენა: ქართული, ინგლისური სუბტიტრებით

სუბტიტრების თარგმანი: სერგეი ფადეევი

 

 

სპექტაკლი განხორციელდა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით.

Ხანგრძლივობა: 100 წუთი

ფოტო და ვიდეო

ტალახი

ადგილი