მცირერესურსიანი ენების განვითარება: საერთაშორისო კონფერენცია
განათლება

მცირერესურსიანი ენების განვითარება: საერთაშორისო კონფერენცია

კონფერენციაზე ენის მოდელების სპეციალისტებს, სტუდენტებს და დაინტერესებულ ადამიანებს სხვადასხვა სექტორებიდან, მათ შორის საჯარო და კერძო სექტორიდან, შეეძლებათ: - საკუთარი გამოცდილების გაზიარება- დისკუსიაში მონაწილეობა- საუკეთესო პრაქტიკებზე და ქართულის მოდელების განვითარების გზებზე მსჯელობა ყოველ გამოსვლას მოჰყვება კითხვა-პასუხი. ასევე, შედგება პანელური დისკუსია.   ჩვენი გამომსვლელები იქნებიან:1. ზაალ გაჩეჩილაძე, რაფაელ კალანდაძე - AI Lab2. ზურა ძინძიბაძე - საქართველოს ბანკი3. თეიმურაზ საღინაძე - Georgian AI Networking and Twinning Initiative4. რატი სხირტლაძე - მონაცემთა ანალიზის ლაბორატორია5. სანდრო ბარნაბიშვილი - Ex Microsoft მოწვეული გამომსვლელები1. ჰრანტ ხაჩატრიანი - Yerevann Lab2. ალექსა გორდიჩი - Ex DeepMind, Runa AI   დღის წესრიგს გაეცანით აქ: https://www.aiassociation.ge/language-conference-2024 კონფერენციაზე ვიწვევთ ენის მოდელების მკვლევარებს, მონაცემთა მეცნიერებს, ML ინჟინრებს, ენის მოდელებით დაინტერესებულ ენთუზიასტებს და ბიზნესების წარმომადგენლებს, აკადემიური სექტორს და სტუდენტებს.   მონაწილეობისთვის დარეგისტრირდით. რადგან მონაწილეების რაოდენობა შეზღუდულია, რეგისტრაციის შემდეგ უნდა მიიღოთ დადასტურება მითითებულ მეილზე რეგისტრაციიდან მაქსიმუმ 5 დღეში.   კონფერენციის გენერალური სპონსორები საქართველოს ბანკი და თბილისის მერია არიან. კონფერენციის პარტნიორი და მასპინძელი კი ფაბრიკაა.
მცირერესურსიანი ენების განვითარება: საერთაშორისო კონფერენცია
8 Egnate Ninoshvili Street, Tbilisi
advertising
ქართული

აღწერა

ქართული მცირე ციფრული რესურსების ენაა, რაც ნიშნავს, რომ ქართულ ენაზე არ არსებობს დიდი მოცულობით ციფრული მონაცემები, მათ შორის ინტერნეტში. ეს კი აუცილებელია ხარსიხიანი AI ენის მოდელების შესაქმნელად.
 
ენის AI მოდელების მიზანი კი ქართული ენის ხელოვნურ ინტელექტთან ისე ადაპტირებაა, რომ შევძლოთ ქართული ენის მომავლის დაცვა, მისი ფუნქციონირების შენარჩუნება და AI-ის მიერ შექმნილი სარგებლის გამოყენება ჩვენი ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური განვითარებისთვის.
 
ამ საერთაშორისო კონფერენციაზე ადგილობრივი და მოწვეული უცხოელი გამომსვლელები ისაუბრებენ ქართული ენის მოდელების განვითარების საჭიროებაზე, გზებზე და არსებულ პროგრესზე. ასევე, განხილული იქნება საერთაშორისო გამოცდილება და იმ გამოწვევების გადაჭრის გზები, რომლის წინაშეც ქართული ენის მოდელებზე მომუშავე მკვლევარები დგანან.

ფოტო და ვიდეო

მცირერესურსიანი ენების განვითარება: საერთაშორისო კონფერენცია

ადგილი

ფაბრიკა
ფაბრიკა
8 Egnate Ninoshvili Street, Tbilisi
ფაბრიკა – სივრცე მათთვის, ვისაც მეამბოხე და შემოქმედებითი გონება მუდმივ მოძრაობას სთხოვს. საბჭოთა დროინდელმა სამკერვალო ფაბრიკამ ახალი სიცოცხლე შეიძინა და გარდაიქმნა მულტიფუნქციურ ურბანულ სივრცედ. ახლა აქ თავს იყრიან ენთუზიაზმით სავსე ახალგაზრდები, რომლებიც მუდმივად მზად არიან სრულიად ახალი და განსხვავებული გამოცდილების მისაღებად და გასაზიერებლად. აქ ერთ სივრცეშია გაერთიანებული ურბანული კაფეები და ბარები, მაღაზია -სახელოსნოები, საგანმანათლებლო და საერთო სამუშაო სივრცეები, რეგიონში ყველაზე დიდი ჰოსტელი, ყველასთვის საყვარელი უზარმაზარი ეზო და უამრავი ღონისძიება. ამ ყველა სივრცეს თავის განუმეორებელი კონცეფცია და ატმოსფერო აქვს და ერთად ისინი უნიკალურ სინერგიას ქმნიან. დღეს ფაბრიკა აუცილებელი დანიშნულების ადგილია ადგილობრივებისთვის და მოგზაურებისთვის, სადაც ისინი მუდმივად ერთმანეთს უზიარებენ თავიანთ გამოცდილებას, ხედვებს, ერთად მუშაობენ საინტერესო იდეებზე და ახორციელებენ მათ. სწორედ ამიტომ ფაბრიკა მუდმივად ვითარდება, იცვლება და ყველაზე ხალხმრავალ და სიცოცხლით სავსე ადგილად რჩება თბილისში.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება
გამოიწერეთ სიახლეები, მოგვყევით.