“მწერალი ბარმენი” მწერლების ბარისა და კომპანია „სარაჯიშვილის“ ერთობლივი პროექტია. პირველ სეზონზე ოცზე მეტ ქართველ მწერალს დაეთმო ბარის სივრცე, რომელთაც ახალ პროფესიაში გაიწაფეს ხელი და მკითხველებთან უშუალო ურთიერთობის ახალი ფორმა გამოსცადეს.
მწერლების ბარი H2S04 მდებარეობს თბილისში, სიონის 8 ნომერში (ძველი ქარვასლის ისტორიულ შენობაში). ბარის კონცეფცია და დიზაინი დაკავშირებულია საქართველოში პირველ ფუტურისტულ-დადაისტურ ჟურნალთან. ბარის ინტერიერი სრულად გაფორმებულია სწორედ ამ ესთეტიკით.