Mtatsminda Run Up / 600 Step თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
Mtatsminda Run Up / 600 Step

Mtatsminda Run Up / 600 Step

Mtatsminda Run Up / 600 Step
Tbilisi, Georgia
ბილეთის ფასი
დან10
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

24.05.2026
კვირა
10:00
10

აღწერა

ტრადიციული ღონისძიება „მთაწმინდის არბენი“ გაიმართება კვირას, 24 მაისს 10:00 საათზე. მონაწილეებს მოუწევთ 600 საფეხურის სწრაფად არბენა. ასარბენი მანძილია 750 მეტრი. შეჯიბრში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს.
 

რეგისტრაციის საფასურია - 10 ლარი
 

18 წლამდე რეგისტრაცია უფასოა 
 

ფინიშზე მისულ ყველა მონაწილეს გადაეცემა ფინიშერის მედალი

 

შეჯიბრამდე

- ნომრების გაცემა დაიწყება 09:00 საათიდან სარეგისტრაციო პუნკტში, სტარტთან ახლოს. ნომრის გარეშე მონაწილეს შედეგი არ დაუფიქსირდება.

- 09:55 წუთზე დაიწყება მონაწილეების მოწყობა სტარტზე რიგითი ნომრის მიხედვით 1,2,3,4,5 . . .

- შეჯიბრის დაწყების დრო - 10:00 საათი.

- მსაჯის ნიშანზე გაიქცევა რიგით პირველი მონაწილე, 10 წამის შემდეგ მომდევნო მონაწილე და ა...შ.

- გამარჯვებულის გამოვლენა მოხდება საუკეთესო შედეგის მიხედვით.

- ნომრის დაზიანების, დაკარგვის ან უნომროდ შეჯიბრში მონაწილეობის შემთხვევაში, მონაწილე ავტომატურად გამოეთიშება შეჯიბრს, რადგან ვერ მოხდება მის შედეგის დაფიქსირება.

- სამკერდე ნომრის გადაცვლა სხვა მონაწილის ნომერში დაუშვებელია, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში სპორტსმენები მოიხსნებიან შეჯიბრიდან.

- ფინიშის ხაზის გადაკვეთის შემთხვევაში დაფიქსირდება თითოეული სპორტსმენის შედეგი.

- შეჯიბრის დაწყებამდე უმჯობესია გააკეთოთ მოთელვითი ვარჯიში რაც დაგეხმარებათ დააფიქსიროთ უკეთესო შედეგი.

- დაჯილდოვდება სამი საუკეთესო შედეგის მქონე ქალი და კაცი - სიგელებით.

- სიგელები გადაეცემათ ასევე ასაკობრივ კატეგორიებშიც: 18 წლამდე. 18-39, 40-49, 50-59, 60-69, 70+;

- პირადი ნივთების შენახვა შესაძლებელი იქნება სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე. თუმცა ნივთის უსაფრთხოებაზე ორგანიზატორები პასუხს არ აგებენ.

- სტარტი მდებარეობს - მამა დავითის ტაძრის საეკლესიო მაღაზიასთან. ფინიში- მთაწმინდის პარკის ავტოსადგომთან.

ფოტო და ვიდეო

Mtatsminda Run Up / 600 Step

ადგილი

Tbilisi
თბილისი — დედაქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში; 1922–1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380–600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 502 კმ² ფართობი უჭირავს და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს. თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის. ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება