მთაწმინდა
საახალწლო პატარა ლაშქრობა
ვიწვევთ 3–7 წლის ბავშვებს და მათ მშობლებს საახალწლო საოჯახო პატარა ლაშქრობაზე — აქტიური თამაშებით, კოცონით და რა თქმა უნდა, თოვლის ბაბუათ!
დაახლოებით 1.5 კილომეტრს გავივლით მდელოზე მისასვლელად, სადაც დაგვხვდება კოცონი და ცხელ ჩაის მოვამზადებთ. გზაში ბავშვები თავსატეხებს ამოხსნიან, ხოლო მდელოზე თოვლის ბაბუასთან ერთად გაერთობიან.
იყოლეთ მარშმელოუ და სოსისები — კოცონთან შესაწვავად. მარშრუტი წრიულია.
