საქართველოს ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ასოციაცია 27 აპრილს მართავს მრგვალი მაგიდის ტიპის მცირე შეხვედრას თემაზე "კარდიოვასკულარული რისკის შეფასება და დისლიპიდემიის მართვა".
ღონისძიება გაიმართება 27 აპრილს 11:00-14:00 სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში, ღონისძიებაზე დასწრება ფასიანი და შეადგენს 80 ლარს. აღნიშნულ ღირებულებაში შედის:
- ღონისძიებაზე დასწრება
- ენდოკრინული საზოგადოების დისლიპიდემიის მართვის გაიდლაინის ნათარგმნი ბეჭდური ვერსია
- ენდოკრინული საზოგადოების ჰიპერტრიგლიცერიდემიის მართვის გაიდლაინის ნათარგმნი ბეჭდური ვერსია
- პაციენტის საინფორმაციო ბროშურები (30 ცალი თითოეულ დამსწრეს, პაციენტებთან დასარიგებლად)
- დასწრების სერტიფიკატი (გაითვალისწინეთ, არ მოიცავს უპგ ქულებს!)
- ყავით შესვენება და ფურშეტი