სიუჟეტის მიხედვით, ბრიჯიტ ჯონსი ლონდონში მცხოვრები მარტოხელა ჟურნალისტია; რეალურ ცხოვრებაში კი ის იკონია და, შესაძლოა, ქალის ყველაზე ზუსტი კინორეპრეზენტაცია — ქაოსური, მაძიებელი, შეყვარებული და ცოცხალი. სწორედ მას ეძღვნება ჩვენი ახალი Movie Dinner!
Movie Dinner — ეს არის ფორმატი, როდესაც ფილმს უყურებთ და ეკრანზე მიმდინარე მოვლენებთან ერთად აგემოვნებთ იმავე კერძებს, რასაც პერსონაჟები იმავე მომენტში.
ჩვენს კინო-ვახშამზე ბრიჯიტის ისტორიის დასაწყისს დავუბრუნდებით, მასთან ერთად გავივლით მისი ცხოვრების ყველა პერიპეტიას და, რა თქმა უნდა, დავაგემოვნებთ იმ კერძებს, რომლებიც ამ რთულ პერიოდში მას თან ახლავს (საბოლოოდ, ყველაზე რთულ დროსაც კი ხომ უნდა არსებობდეს ცხოვრების პატარა სიხარულები!).
