მოძრაობის თეატრისა და ნინა კალანდაძის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, გეპატიჟებით 1 თვიან ცეკვისა და ფიზიკური თეატრის ვორქშოფზე, რომელიც განკუთვნილია ყველასთვის, ვინც დაინტერესებულია მოძრაობით, კრეატიულობითა და თვითგამოხატვით. არანაირი გამოცდილება საჭირო არ არის, საკმარისია მხოლოდ ცნობისმოყვარეობა და სურვილი, რომ აღმოაჩინო შენი სხეული ახალი თვალით.
ვორქშოფზე დასარეგისტრირებლად, გთხოვთ გადახვიდეთ ლინკზე და შეავსოთ ფორმა: https://shorturl.at/KJkdR
მუშაობის პროცესში გამოიყენება თანამედროვე ცეკვისა და ფიზიკური თეატრის ტექნიკები, სომატური პრაქტიკები და იმპროვიზაცია, რომლებიც მოგცემენ შესაძლებლობას აღმოაჩინოთ საკუთარი სხეულის ენა და თუ როგორ ინახავს სხეული მოგონებებს, ემოციებსა და წარმოსახვას.
რას უნდა ელოდო:
• სავარჯიშოები სხეულის შეგრძნების გასაღვიძებლად
• იმპროვიზაციის კრეატიული სავარჯიშოები ავთენტური მოძრაობისა და თვით გამოხატვისთვის
• თამაშები და სავარჯიშოები წყვილებში და/ან ჯგუფურად
• ყურადღებისა და ეტიუდების სავარჯიშოები რომელიც დაგეხმარება კონცენტრაციასა და კორდინაციაში
• სხეულებრივი და გონებრივი პრაქტიკები და სავარჯიშოები, როგორიცაა სუნთქვა, ხმის გამოყენება და სივრცეში ორიენტაცია
• შესაძლებლობა შეისწავლოთ თქვენი პირადი რიტმი, ენერგია და ემოციური დიაპაზონი მოძრაობით
• უსაფრთხო სივრცე თავისუფლად სამოძრაოდ
ეს არის სივრცე, სადაც უსმენ შენს სხეულს და იკვლევ როგორ სურს მას მოძრაობა და კომუნიკაცია. ეს საავტორო პროგრამა აერთიანებს შინაგანი მდგომარეობისა და ქორეოგრაფიის კომპლექსურ სინთეზს. აადვილებს შინაგანი კომპლექსის მოხსნას და გაძლევს საშვალებას ინდივიდუალური ქორეოგრაფიისა და შეგრძნების საშვალებით იპოვნო შენი განსხვავებული პლასტიკა და შექმნა ახალი ქორეოგაფია.
რას წაიღებ ვორქშოფიდან:
• შინაგან თავისუფლების და სხეულში დაბრუნების განცდას
• თამაშის სურვილსა და კრეატიულ ენერგიას
• ახალი ინსტრუმენტებს სტრესის მოხსნისა და ემოციური დაბალანსებისთვის
• კავშირს — როგორც სხვებთან, ასევე საკუთარ თავთან
ვორქშოფის დეტალები:
• დასაწყისი: 1 ოქტომბერი. დასასრული: 31 ოქტომბერი
• ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი
• 19:30 – 21:00
• ღირებულება: 530ლ
• სამუშაო ენა: ქართული & ინგლისური
ფასილიტატორების შესახებ:
ლაშა რობაქიძე
ლაშა პროფესიით მსახიობი, მოცეკვავე და ქორეოგრაფია. ამჟამად არის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის, კინო აკადემიის და ხელოვნების სასწავლო ცენტრის პედაგოგი. ასევე არის მოძრაობის თეატრის წამყვანი მსახიობი და ქორეოგრაფი, თუმცა აქტიურად თანამშრომლობს ახმეტელის, რუსთავის და მოზარდმაყურებელთა თეატრთან.
ვორქშოფზე იგი გაუძღვება შეგრძნებითობის ქორეოგრაფიის მიმართულებას, რომელიც მისი ინოვაციური და საავტორო პროგრამაა. ის აერთიანებს შინაგანი მდგომარეობისა და ქორეოგრაფიის სინთეზს, რაც ხელს უწყობს შინაგანი შებოჭილობის მოხსნას და გაძლევს საშვალებას ინდივიდუალური ქორეოგრაფიისა და შეგრძნების საშვალებით აღმოაჩინო შენი უნიკალური პლასტიკა.
პროგრამაში გაერთიანებულია სუნთქვის, მსუბუქი აკრობატიკის, ყურადღებისა და ეტიუდების სავარჯიშოები, რაც დაგეხმარება კონცენტრაციისა და კოორდინაციის გაუმჯობესებაში.
ანა თალაკვაძე
ანა მსახიობი, მოცეკვავე და ცეკვის პედაგოგია. იგი 18 წლიდან საბალეტო, დრამატული და ფიზიკური თეატრის სპექტაკლებში იღებს მონაწილეობას.
აქტუალურად ანა მოძრაობის თეატრის წამყვანი მსახიობია, თუმცა აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა თეატრთან და მონაწილეობს სპექტაკლებში. ასევე არის ბავშვთა და მოზარდთა სამსახიობო სტუდიის Et Cetera-ს ცეკვის პედაგოგი.
მისი ვორქშოპის პროგრამა დაფუძნებულია როგორც ინდივიდუალურ ასევე კოლექტიურ მუშაობაზე და თითოეული მონაწილეს უნიკალური შესაძლებლობების აღმოჩენაზე.
მისი ვორქშოფის მიმართულებაა სხეულის მოდუნება და მასზე დაკვირვება, პლასტიკის განვითარება, ქონთემფორარის საბაზისო ელემენტების გამოყენება თავისუფალი მოძრაობის აღმოჩენისთვის და სხეულის მოქნილობის გასაღრმავებლად.
მიხეილ ზაქაიძე
მიშა პროფესიით მსახიობი, მოცეკვავე, ქორეოგრაფი და მუსიკოსია. მისი მიმართულებებია პანტომიმის ხელოვნება, ფიზიკური სინთეზური თეატრი. ამჟამად არის მოძრაობის თეატრის წამყვანი მსახიობი და ტრენერი. მისი კომპოზიციებით არაერთი თეატრალური დადგმაა გაფორმებული, რომლებშიც თავადვე მონაწილეობს. მაგალითად: ¨Fake Myself¨(საქართველო), „Root of Dance¨(პოლონეთი), “Safest¨(იტალია) და ა.შ.
ვორქშოფის ფარგლებში იგი ყურადღებას აქცევს სხეულის აღქმას, თუ როგორ მოძრაობენ სხეულის სხვადასხვა ნაწილები ცალცალკე და ერთად ჰარმონიაში და იმპროვიზაციული მოძრაობის განვითარებას მუსიკასთან თანხვედრაში.