3 მარტს, დედის დღეს, თბილისი მარიოტი გიწვევთ განსაკუთრებულ სამკერძიან ვახშამზე, რომელიც შექმნილია ამ თბილი და ემოციური დღის აღსანიშნავად.
საღამო დაიწყება მისასალმებელი კოქტეილით — კლასიკური Kir Royale.
ვახშამი მოიცავს სამკერძიან სეტ მენიუს:
სტარტერად – კრევეტების კარპაჩო წითელი ხიზილალით, ლიმონის ჟელეთი და პარმეზანით;
მთავარ კერძად – გრილზე შემწვარი იხვის ფილე ჟოლოსა და წითელი ღვინის სოუსით, კარტოფილის გრატინთან ერთად;
დესერტად – მარწყვის ტარტი, ბრეტონული ბისკვიტითა და მარწყვისა და ბაზილიკის ნაყინით.
გაატარეთ საღამო დედასთან ერთად დახვეწილ გარემოში და აჩუქეთ მას დაუვიწყარი კულინარიული გამოცდილება.
კარის გახსნა: 18:30
დასაწყისი: 19:00
* ღონისძიება განკუთვნილია ყველა ასაკის სტუმრებისთვის.
* 6 წლამდე ბავშვებისთვის, მენიუ არის ნახევარფასად.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით - +995 511 779 220
