აღმოაჩინე შენში ხელოვანი და დაეუფლე უძველეს, ფერად ხელოვნებას ! გეპატიჟებით საქართველოში ერთადერთ მოზაიკის ვორქშოფზე. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, საკუთარი ხელით შექმნა ხელოვნების ნიმუში, რომელიც შენს ინტერიერსა თუ ექსტერიერს დაამშვენებს ან საუკეთესო საჩუქარი იქნება საყვარელი ადამიანისთვის.
ჩვენი ორდღიანი ინტენსიური კურსი მოიცავს ყველაფერს: მაღალი ხარისხის მასალებს, პროფესიონალურ ინსტრუმენტებს და გამოცდილი არტისტების დახმარებას.
რაც ყველაზე მთავარია, ვორქშოფის განმავლობაში მიიღებთ სრულფასოვან და ამომწურავ ინფორმაციას გამოყენებული მასალებისა და ტექნოლოგიის შესახებ. ეს ცოდნა მოგცემთ საშუალებას, მომავალში სრულიად დამოუკიდებლად შეძლოთ მუშაობა და ახალი იდეების განხორციელება.
არ არის საჭირო წინასწარი გამოცდილება ან ხატვის ნიჭი. მოდი, განიტვირთე მყუდრო, შემოქმედებით გარემოში, დატკბი პროცესით და შეიძინე ახალი უნარი. ადგილები შეზღუდულია!
II ნაკადი: 28 მარტი (შაბათი) და 29 მარტი (კვირა) | დრო: 13:00 - 15:00
17+ (დაიშვებიან მხოლოდ 17 წლის და უფროსი ასაკის პირები)
ფასი: 295 ლარი (350 ლარის ნაცვლად)