💡 2 მაისს აზროვნების აკადემიაში გაიმართება სალონური საუბრები ფსიქიატრ, ფსიქოანალიტიკოს რეზო კორინთელთან თემაზე: „მორენოს ფსიქოდრამა"
🎓 ფსიქოდრამა წარმოადგენს უნიკალურ ფსიქოთერაპიულ მიდგომას, სადაც ადამიანის შინაგანი გამოცდილება სცენაზე „ცოცხლდება“. სალონური საუბრის ფარგლებში განხილული იქნება, როგორ ეხმარება ფსიქოდრამა ადამიანს საკუთარი ემოციების გაცნობიერებაში, დაუმთავრებელი გამოცდილებების გადამუშავებაში და ახალი პერსპექტივების პოვნაში. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება იმაზე, თუ რატომ არის „გათამაშება“ ხშირად უფრო ეფექტური, ვიდრე მხოლოდ საუბარი.
🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი