მთვარის ამოსვლის სამეფო თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
მთვარის ამოსვლის სამეფო

მთვარის ამოსვლის სამეფო

მთვარის ამოსვლის სამეფო
8, K. Marjanishvili St.
ბილეთის ფასი
დან30
advertising
ქართული

განრიგი

23.02.2026
ორშაბათი
19:00
30 ₾ - 35
30 ₾ - 35
ვრცლად

აღწერა

სპექტაკლი, „მთვარის ამოსვლის სამეფო“, გვიყვება ორ მოზარდზე, რომლებიც ზრდასრულთა წესრიგს და რეალობას სიყვარულისა და ფანტაზიის ძალით უპირისპირდებიან. ეს არის ნაზი, ირონიული და სევდიანად ლამაზი ისტორია თავისუფლებაზე, ბავშვობის დაკარგვასა და პირველ არჩევანზე. სცენაზე ერთმანეთს ხვდება თამაში, თავგადასავალი და პოეტური სიმარტივე — სამყარო, სადაც ბავშვური წარმოსახვა უფრო ძლიერია, ვიდრე ნებისმიერი კანონი.


ავტორი: ჩარლი კოპპოლა 

რეჟოსორი: ანა სანაია კომპოზიტორი- ნარატორი: თამარ ფუტკარაძე-ლაშხი მხატვარი: ნინო სურგულაძე ტექნიკური რეჟისორი: ანა ბენიძე, ლიკა მამიაშვილი

განათება - რევაზ ცომაია 


მონაწილეობენ: სემ შაკუსკი- დამიანე ნავაძე მეთაური ვორდი- ზურა ავსაჯანიშვილი მარგო- ანასტასია ბაგაური სუზი- ანიტა ჯიქურიშვილი ლინდა ბიშოპი- ლილე ფილფანი კაპიტანი შარპი- ზაზა გოგუაძე ვორლდ ბიშოპი- ვალერი კორშია მისტერ ბინილნქსლი, მამაო - ზაზა სალია დეიზი დომერგუ - ანა სანაია სკაუტები : ნიკოლა ბიძინაშვილი, გიორგი რუხაძე, გიორგი რევაზიშვილი, ირაკლი თავაძე, გიორგი პოლოლიკაშვილი

 

ჩატარების ადგილი: მარჯანიშვილის თეატრის სხვენი

ფოტო და ვიდეო

მთვარის ამოსვლის სამეფო

ადგილი

მარჯანიშვილის თეატრი
კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრი დაარსდა ქუთაისში 1928 წელს კოტე მარჯანიშვილის მიერ, 1930 წელს თბილისში გადმოვიდა, როგორც მეორე სახელმწიფო თეატრი და ძმები ზუბალაშვილების სახალხო სახლის შენობა დაიკავა. თეატრის დამფუძნებლად რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი რუსეთიდან მოიწვიეს, რომელსაც ქართული თეატრის რეფორმა უნდა განეხორციელებინა. 1933 წელს მარჯანიშვილის გარდაცვალების შემდეგ თეატრს მისი სახელი ეწოდა. აღდგენილი და განახლებული მარჯანიშვილის თეატრი ხელახლა გაიხსნა 2006 წლის 17 სექტემბერს ბერტოლტ ბრეხტის სპექტაკლით „სამგროშიანი ოპერა“, გიზო ჟორდანიას რედაქციით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება