მეგობრებო, ხუთშაბათს გელოდებით Frame კომიუნითის ყოველთვიურ შეხვედრაზე.
გადავწყვიტეთ, ასეთი შეხვედრები ტრადიციად ვაქციოთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია რეგულარულად გაგიზიაროთ ის, რაც გამოგვდის და ისიც, რაც უფრო რთულად გვაძლევს თავს; ერთად განვიხილოთ იდეები და მათი განხორციელება, ვიკითხოთ რჩევა და საერთო ძალებით ვეძებოთ გადაწყვეტილებები. ეს არის დიალოგის სივრცე, სადაც შესაძლებელია იყო მოსმენილი და მხარდაჭერილი, გულწრფელად ისაუბრო და ყურადღებით მოეკიდო ერთმანეთს.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვიყოთ გვერდით იმ ადამიანებს, ვისაც ჩვენი სივრცე გულით უყვარს, ამიტომ დიდი სიამოვნებით გელოდებით. და ჩაგეხუტებითაც, თუ დიდი ხანია არ გვინახავს ერთმანეთი — აქტიური თანხმობის შემთხვევაში. ხოლო თუ უბრალოდ ერთმანეთის ნახვა გირჩევნიათ, ესეც მშვენიერია. მით უფრო, რომ მეგობრების ნაწილი შეხვედრას ონლაინ შეუერთდება.
აი ჩვენი საღამოს თემების გეგმა — და, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ საკუთარი თემებიც შემოგვთავაზოთ:
• ერთად მოვამზადოთ „იმ ადამიანების 2 კვირა, ვინც არ შეგუებულა“, რომელიც თებერვლის მეორე ნახევარში გაიმართება.
• განვიხილოთ, რა გავაკეთეთ და რის გაკეთება შეგვიძლია დეკემბრის წინა შეხვედრის შედეგების მიხედვით.
• გავუზიაროთ ერთმანეთს იდეები და წინადადებები, მათ შორის დახმარების შეთავაზებები.
• უბრალოდ ვისაუბროთ მყუდრო ატმოსფეროში და დავლიოთ გემრიელი ჩაი.
გთხოვთ, დარეგისტრირდეთ ბოტში, რათა ვიცოდეთ რამდენნი ვიქნებით და როგორ მოვამზადოთ სივრცე თქვენი კომფორტისთვის.
შეხვედრის შემდეგ ვგეგმავთ სპეციალურ კინოჩვენებას. ამის შესახებ ცალკე ანონსს გაგიზიარებთ და, რა თქმა უნდა, გიწვევთ, გააგრძელოთ ხუთშაბათის საღამო ჩვენს მყუდრო კინოჩვენებაზე.
