მონსტრი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
მონსტრი

მონსტრი

მონსტრი
36, Dzmebi Zubalashvilebi Str.
ბილეთის ფასი
დან18
ინგლისური, რუსული

განრიგი

09.08.2026
კვირა
18:30
18

აღწერა

ფილმი იწყება, როგორც შემაშფოთებელი ისტორია სკოლის მოსწავლესა და ახალგაზრდა მასწავლებელს შორის ურთიერთობაზე. დედა ამჩნევს, რომ მის შვილს უცნაურად შეეცვალა ქცევა, სკოლაში მიდის სიმართლის გასარკვევად და საბოლოოდ მასწავლებლის გაკვეთილებიდან ჩამოშორებას აღწევს. თუმცა მალე ირკვევა, რომ ყველაფერი სულ სხვაგვარად ყოფილა, ვიდრე მას წარმოედგინა.

„მონსტრი“ აღქმის სუბიექტურობაზე და იმაზე გვიყვება, თუ რამდენად გვიჭირს სამყაროს სხვისი თვალით დანახვა. ფილმის მეორე ნახევარი რეალობის ურთიერთგამომრიცხავი ინტერპრეტაციებიდან ორ ბიჭს შორის არსებულ ღრმა, მეგობრობაზე მეტ სიახლოვის მქონე ურთიერთობაზე გადადის.

ჰიროკაძუ კორეედა სამართლიანად ითვლება იაპონიის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ რეჟისორად. მისი ფილმი „მაღაზიის ქურდები“ 2018 წლის კანის კინოფესტივალის ტრიუმფატორი გახდა.

🏆 კანის კინოფესტივალის საუკეთესო სცენარის პრიზისა და Queer Palm-ის მფლობელი.

ფოტო და ვიდეო

მონსტრი

ადგილი

Art.Cinema
დამოუკიდებელი კინოს საუკეთესო არჩევანი Eng და Rus სუბტიტრებით
ამ ადგილის ყველა ღონისძიება