პოლიტიკური დრამა, რომელიც დღემდე არ კარგავს აქტუალობას. სიმბოლურად, 1984 წელს, თენგიზ აბულაძის მიერ შექმნილი სატირა, რომელიც ტირანიული წარსულის აღმოჩენისა და გადააზრების მტკივნეულ მოვლენაზე მოგვითხრობს.
ფილმი მთელს მსოფლიოში დიქტატურაზე გადაღებულ ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად მიიჩნევა. კანის 40-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე მან ჟიურის პრიზი მიიღო.