ფილმი იმის შესახებ, რა ხდება მაშინ, როცა ორი არასტაბილური ადამიანი უბედური, მაგრამ სრულიად არაშემთხვევითი დამთხვევით ერთმანეთისთვის დედა და შვილი აღმოჩნდებიან.
ქაოსური და იმპულსური გმირი ქალი ინტერნატიდან სახლში აბრუნებს რთულ, პრობლემურ თინეიჯერ შვილს. მიუხედავად იმისა, რომ ის არასოდეს ყოფილა მისი ნამდვილი აღმზრდელი, მას მაინც უწევს შეჯახება შვილის მძაფრ და დაუცხრომელ სიყვარულთან. ვაჟი წამებში ფეთქდება, ანგრევს საგნებს, საკუთარ ცხოვრებას და დედის ცხოვრებასაც, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, ჟინითა და გულწრფელად უყვარს და სიყვარულს მოითხოვს.
Mommy გადაღებულია ე.წ. „ინსტაგრამის“ კვადრატულ ფორმატში — პერსონაჟები თითქოს ფიზიკურად არიან ჩატენილნი ავადმყოფური დამოკიდებულების ვიწრო სივრცეში, სადაც ერთისთვის ყოფნა აუტანელია, ხოლო ორისთვის ჰაერი არ ჰყოფნის.
