კიმ კი-დუკის რადიკალური და უსიტყვო ფილმი — „Moebius“ — გადაღებულია ერთი სიტყვაც კი რომ არ ისმოდეს. ეს არის მკაცრი იგავი ოჯახის შესახებ, სადაც ძალადობა, დანაშაული და დამახინჯებული სიახლოვე ტკივილის უსასრულო წრედ იკვრება.
სათაური მიობიუსის ლენტას უკავშირდება — ჩაკეტილი მოძრაობის სიმბოლოს, რომელსაც არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული. პროვოკაციული, შემაძრწუნებელი და უკიდურესად დისკომფორტული კინო, რომელიც გონებას კი არა, პირდაპირ ნერვებს ურტყამს.
