მენიუ
19 იანვარს თბილისში უკრაინულ სახლში ნიჭიერი მხატვრის ოლენა ტკაჩენკოს პერსონალური გამოფენა გაიხსნება.
"საღებავები ყოველთვის იყო ხსნა, მხატვრობა კი — იმ სამყაროს შექმნის პროცესი, სადაც ტკივილი არ არსებობს. რაც უფრო მღელვარე მოვლენები და გარემო იყო, მით უფრო მსუბუქი და პასტელური ხდებოდა ტილოები".
ასე ამბობს ქალბატონი ოლენა თავის ნამუშევრებზე. გამოფენის დამთვალიერებელს შეუძლია იხილოს: ბნელ დროს სინათლე სასწაულებრივ ძალას იძენს. ეს ძალა ნახატებში წარმოჩენილია ბუდეში მოფუსფუსე ლაკლაკის, მზის ჩასვლის დროს ნახევრადგამჭვირვალე ბაბუაწვერების, ზღვის აბობოქრებული ტალღების გავლით სინათლისკენ მცურავი იალქნიანი გემის სახით.