16 მაისს ბათუმში ახალი underground კლუბის - Mist ø სეზონი გაიხსნება ქართული ელექტრონული მუსიკის სცენის გამორჩეულ არტისტებთან ერთად.
MIST ø SEASON OPENING: MANCHO ◦ HAMATSUKI ◦ KVANCHI B2B MEMOTECH
სეზონის გახსნის ღამეს სთეიჯს ქართული ელექტრონული მუსიკის სცენის შეუცვლელი ნაწილი - Mancho დაიკავებს, რომელსაც მისი მრავალფეროვანი სელექციით იცნობენ. მასთან ერთად Mist-ის დეკებს Horoom-ის რეზიდენტი და განსაკუთრებული ქართველი პროდიუსერი Hamatsuki დაიკავებს, რომლის მუსიკაც ენერგიულობით და ემოციურობით გამოირჩევა. მისი რელიზები გამოქვეყნებულია ისეთ ლეიბლებლზე, როგორიცაა Further Electronics, Apnea, Fantastic Planet და სხვა.
ბოლო აქტისთვის კი Horoom-ის რეზიდენტი Kvanchi და Left Bank-ის რეზიდენტი Memotech მოვიწვიეთ, რომლებიც გახანგრძლივებულ B2B სეტს დაუკრავენ. Kvanchi უკვე წლებია ქართული სცენის ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი არტისტია, რომელიც dance-floor-თან კავშირს ყოველთვის ამყარებს. მასთან სთეიჯს თბილისში დაფუძნებული ბათუმელი არტისტი - Memotech დაიკავებს, რომელმაც საკუთარი ეკლექტური სტილით მალევე იპოვა საკუთარი უნიკალური ჟღერადობა, სადაც ელექტრონული მუსიკის სხვადასხვა ჟანრების სინთეზს ბუნებრივად ახერხებს.
Mist-ის მისია ბათუმში ნამდვილი და ავთენტური ანდერგრაუნდ კლუბის შექმნაა, რომელიც ხარისხიან მუსიკალურ და ვიზუალურ გამოცდილებასთან ერთად ქომუნითისთვის ინკლუზიურ, თავისუფალ და ერთმანეთის ზრუნვაზე ორიენტირებულ გარემოს შექმნის. ერთად შევქმნათ დასამსახსოვრებელი გამოცდილებები ჩვენს მისტიურ სთეიჯზე.
ასაკობრივი შეზღუდვა: 18+
პორტის ქალაქი და შავი ზღვის კურორტი ბათუმი – ქართული რესპუბლიკა აჭარის დედაქალაქია. ბათუმის ბულვარი გადის სანაპიროს, პარკისა და პლაჟის გასწვრივ. 130 მეტრის სიმაღლის ანბანის კოშკზე, რომელზეც ქართული ანბანის ასოებია, მდებარეობს საოცარი ხედების პლატფორმა, საიდანაც ზღვის ხედით დატკბობა შეგიძლიათ. ძველ ქალაქში შეგიძლიათ იხილოთ მე-19 საუკუნის მრავალი რეკონსტრუირებული შენობა. ბათუმის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს ბოტანიკური ბაღი, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მცენარეებია წარმოდგენილი.