მსოფლიო კინო მუსიკა თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
მსოფლიო კინო მუსიკა

მსოფლიო კინო მუსიკა

მსოფლიო კინო მუსიკა
123 A D. Aghmashenebeli avenue
ბილეთის ფასი
დან 25
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

დასახელება - მსოფლიო კინო მუსიკა

2025 წლის 27 აპრილს, ჯანსუღ კახიძის სახელობის მე-10 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება მსოფლიო კინო მუსიკის კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს თბილისის სიმფონიური ორკესტრი უნგრელი დირიჟორის - გაბორ ჰოლერუნგის ხელმძღვანელობით. მაყურებელს ექნება შესაძლებლობა იხილოს თუ როგორ ხდება კინოსა და მუსიკის სინთეზი კლასიკოსი ოსტატების - ბრამსი, მასკანი, შტრაუსი, სიბელიუსი და მე-20 საუკუნის კომპოზიტორების - ჯონ ვილიამსის, ენიო მორიკონეს, ჯეიმს ჰორნერის, ჰანს ციმერის, ნინო როტას, კლაუს ბადელტის, ალან სილვესტრის, მაქს შტეინერის, მაიკლ კამენის, ჯონ ბარისა და ნიკ გლენი-სმიტის შემოქმედების მაგალითზე.

ფოტო და ვიდეო

მსოფლიო კინო მუსიკა

ადგილი

ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი
თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი წარმოადგენს საქართველოს წამყვან საკონცერტო ორგანიზაციას, რომელიც მრავალი წელია ქვეყნის მდიდარი მუსიკალური ტრადიციების შენარჩუნებასა და განვითარებას ემსახურება. თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი დაარსდა 1989 წელს. მისი შექმნის იდეა 1976 წელს გაჩნდა და იგი გამოჩენილ ქართველ დირიჟორსა და საზოგადო მოღვაწეს, ჯანსუღ კახიძეს ეკუთვნის. იმ პერიოდში თბილისში ფაქტიურად არ არსებობდა დარბაზი, რომელიც დააკმაყოფილებდა სიმფონიური მუსიკის შესასრულებლად საჭირო ყველა მოთხოვნას. ამის გამო აუცილებელი გახდა სიმფონიური მუსიკის შესაფერისი სრულფასოვანი საკონცერტო სივრცის აშენება, რაც საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში უდიდეს სირთულეებთან იყო დაკავშირებული. წინააღმდეგობების შედარებით უმტკივნეულოდ გადალახვის მიზნით მოიძებნა ერთგვარი გამოსავალი - ერთმანეთს ადგილმდებარეობა გაუცვალეს დ. აღმაშენებლის (მაშინ პლეხანოვის) გამზირზე მდებარე კინოთეატრმა “ამირანი” და მ. კოსტავას (მაშინდელი ლენინის) ქუჩაზე მდებარე ფილარმონიის მცირე საკონცერტო დარბაზმა. გერმანელი ოსტატის, ევალდ კინლეს მიერ, სპეციალურეკონსტრუქციის დასრულების შემდეგ, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკარად დიდი დარბაზისთვის შეიქმნა საკონცერტო ორგანი, რომლის სცენის უკანა კედელზე განთავსებამ მნიშვნელოვნად შეცვალა დარბაზის იერსახე და მას განსაკუთრებული თვითმყოფადობა შესძინა. სხვადასხვა ქვეყნის სპეციალისტთა საერთო აზრით, ჩატარებული რეკონსტრუქციის შედეგად ცენტრის საკონცერტო დარბაზები უდავოდ შეესაბამება თანამედროვე მსოფლიო სტანდარტებს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ნამდვილად საამაყოა. მუსიკალურ-კულტურული ცენტრი ხშირად მართავს კონცერტებს სხვადასხვა საერთაშორისო დიპლომატიური მისიებისთვის ეროვნული დღესასწაულების აღსანიშნავად.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება