ჩვენი სტუდიის ისტორია ერთ დროს სწორედ საშა მირასლავსკაიასთან დაიწყო, ამიტომ მისი დაბრუნება მასტერკლასით ჩვენთვის პატარა მოვლენაა. თუ მოგენატრათ საშას სამკაულები, მისი კაშკაშა ფერთა შეხამებები და მისი მასტერკლასებისთვის დამახასიათებელი განსაკუთრებული ატმოსფერო — welcome!
ორი განსხვავებული დღე — ორი განსხვავებული ფორმატი!
შევქმნით საკუთარ იდეალურ მძივებს ან უჩვეულოდ გაფორმებულ ქინძისთავს — აქსესუარს, რომლის ტარებაც შეგიძლიათ ჟაკეტზე, ჩანთაზე, პერანგზე ან იქ, სადაც თავად მოგინდებათ.