აღწერა
7 დეკემბერს, 20:00 საათზე, თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ატმოსფერულ ადგილას - Silk Factory Studio-ს სცენაზე უნიკალური კონცერტი გაიმართება.
შემსრულებლები
პიანისტი დავით ქეცბაია სწავლობდა თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სკოლაში, შემდეგ კი ბაკალავრის ხარისხი დაამთავრა შვეიცარიაში, ციურიხის Zürcher Hochschule der Künste (ZHdK) ჰანს-იორგ შტრუბის კლასში. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დაამთავრა მაგისტრატურა ვ.სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში მანანა კანდელაკის კლასში.