თქვენ გელოდებათ 4 წამყვანი ექსპერტი საქართველოს ტურისტული სექტორიდან:
▪️ ნატალი კვაჭანტირაძე – საქართველოს ტურიზმის ასოციაციის (GTA) თავმჯდომარე, კომპანია Harmony Travel and Real Estate-ის დამფუძნებელი.
▪️ დავით ზაუტაშვილი – ერთ-ერთი წამყვანი ტუროპერატორის Riviera Group-ის დამფუძნებელი, რომელიც საქართველოს ბაზარზე უკვე 10 წელზე მეტია ოპერირებს.
▪️ ერეკლე კოკაია – სასტუმროების ქსელის Inn Group Hotels-ის CEO, რომლის სასტუმროები მდებარეობს თბილისში, ქუთაისსა და გორში.
▪️ მაია ბიბილაური – ტურისტული კომპანია BTL Georgia-ს მფლობელი და გენერალური მენეჯერი 2011 წლიდან.
ყოველი გამოსვლის შემდეგ შეძლებთ სპიკერებისთვის კითხვების დასმას და თქვენი პროექტების განხილვას.
კონფერენციის ბოლოს გაიმართება ნეთვორქინგი.
კონფერენციის შემდეგ კი გელით ვახშამი სპიკერებთან და VIP-სტუმრებთან ერთად.