ვიძირებით კომიქსების სამყაროში!
გაკვეთილზე მონაწილეები:
— გაეცნობიან კომიქსის ხელოვნებას და სხვადასხვა მხატვრულ ტექნიკას;
— მოიფიქრებენ საკუთარ პერსონაჟებსა და ისტორიებს;
— შექმნიან საკუთარ სამყაროს — სადაც მთავარი გმირი მათი „სხვა ვერსიაა“.
გაკვეთილის ბოლოს თითოეული მონაწილე შექმნის თავის პერსონაჟს და მის ისტორიას კომიქსის სტრიპის ფორმატში.
