ვორქშოპი „Minecraft-ის ქრაფთი“ ეძღვნება პოპულარული თამაშის სამყაროს — დადგა დრო, თამაშის ელემენტები რეალურ, ხელნაკეთ ვერსიად ვაქციოთ.
ბავშვები შექმნიან Minecraft-ის სიმბოლოებსა და პერსონაჟებს, მათ შორის Creeper-ის ნიღბებსა და თამაშის სტილის ხმლებს, რომლებიც ვიზუალურად მაქსიმალურად დაემსგავსება თამაშის ცნობილ კუბურ დიზაინს. ვორქშოპი აერთიანებს თამაშის სიყვარულსა და კრეატიულ ხელსაქმეს, რაც ბავშვებს საშუალებას აძლევს, საკუთარი ხელით შექმნან მათი საყვარელი სამყაროს პატარა ნაწილი.
შედეგად მონაწილეები მიიღებენ უნიკალურ ხელნაკეთ ნივთებს, რომლებიც Minecraft-ის ატმოსფეროს ასახავს და მათ თამაშის ახალ, შემოქმედებით გამოცდილებას აჩუქებს.