ერთმანეთს ვაქებთ და მერე, ზურგს უკან ვაგინებთ ერთმანეთს, ერთი სული გვაქვს ვინმეს ფეხი დაუცდეს, რომ გადავუაროთ და უკანმოუხედავად გადავთელოთ. ერთმანეთზე ვწერთ პოსტებს, მერე, ფეისბუკზე ერთმანეთს ვბლოკავთ და შეხვედრისას ვითომც არაფერი, კეთილი ნაცნობებივით ერთმანეთს ვესალმებით. ერთმანეთს ვუშლით ნერვს, მაგრამ პირში ერთმანეთს ვუცინით, ერთმანეთი გვძულს და ვამბობთ, რომ ვგიჟდებით ერთმანეთზე, ერთმანეთის გვშურს და არ ვაღიარებთ. გვინდა, რომ ერთმანეთი დავახრჩოთ, გვინდა, რომ ჩვენი ზიზღი გადამდები იყოს და სხვასაც ისე ვძულდეთ, როგორც ერთმანეთი გვძულს. ზიზღში ვეჯიბრებით ერთმანეთს. სამი კაცი ტაშს დაგვიკრავთ და გვგონია, რომ მთელი ქვეყანა ჩვენია. ერთ წრეზე დავრბივართ და გვგონია, რომ მოჯადოებული წრიდან გავაღწევთ. მიუხედავად ყველაფრისა, მინდოდა რომ ამ „საქართველოს“ ნაწილი გავმხდარიყავი და მეთქვა, მეყვირა, რომ საქართველოში იბადებოდნენ და არასდროს წუხდნენ ამაზე.