“მილენიალი” — ივენთების სერიაა, რომელიც უპირველეს ყოვლისა იმ ადამიანებისგან და იმ ადამიანებისთვის შეიქმნა, ვინც ერთ დროს იმ სოციალურ დინამიკაზე მოძრაობდა, რომელიც რეალურ სცენას აყალიბებდა. „ოქროს ეპოქად“ წოდებული წლების პიკს ეზიარა და ერთერთ საყვარელ მოგონებად დაიტოვა.
“მილენიალი” არა მხოლოდ იმ ენერგიისა და ხედვის დაბრუნების მცდელობაა — სადაც ძველი კომუნა კვლავ იკრიბება, არამედ ამჯერად განახლებული იდეებიით და თანამედრივე ხედვებით ახალ, თუმცა ამავდროულად კარგად ნაცნობ, მყუდრო ატმოსფეროს შექმნის მიზანს ისახავს.
აქვე დავსძენთ და გეტყვით, რომ სივრცე მხოლოდ მილენიალთათვის, როდია შექმნილი. ჩვენი მუსიკალური სერია ღიაა ასევე ახალგაზრდა თაობისთვის. მზად ვართ მათთან სრული იმერსიული გამოცდილებებისთვის.
ჩვენი მიზანია, გამოცდილების გაზიარება, თავისუფალი ექსპერიმენტი და ინტერაქცია ბუნებრივად დაიხვეწოს თითოეულ ჩვენგანში.
“მილენიალის” რიგით მესამე ივენთი ამჯერად ყველასთვის საყვარელ “დედაენა” ბართან კოლაბორაციით ჩატარდება. სიმყუდროვეს და გემრიელ განწყობებს ორმაგი დატვირთვით გავაზიარებთ.
გელოდებით, რომ ერთად გავაცოცხლოთ ის ერთიანი ატმოსფერო, რომლიც დიდი ხანია განახლებას ელოდება ![]()
————————-
L8 არის საქართველოში დაბადებული, თბილისში მცხოვრები არტისტის, ლუკა მეტრეველის მუსიკალური პროექტი.
მისი პერფორმანსი ხასიათდება კლასიკური DJ სეტების სინთეზით ვოკალურ და spoken word ელემენტებთან. მისი ჟღერადობა მრავალფეროვანია და აერთიანებს სხვადასხვა ეპოქისა და სტილის გავლენებს.
მის სეტებში ისმის Electro Break-Beat, Acid, Dub, Classic Trance, Ambient House, D’n’B, 2Step, Hip-Hop და სხვა მიმართულებების შერწყმა.
10 წელზე მეტი გამოცდილებით, ის ყოველთვის მზადაა მოქმედებისთვის. ![]()
![]()
Instagram: https://shorturl.at/ECjeE
————————-
VINME - ლევან დემეტრაშვილი
მუსიკის ჟანრი წარმოადგენს ბაუნს ტექნოს ენერგიულ ფუნდამენტს, რომელიც შერწყმულია კლასიკური ტექნოს სიღრმესთან და ტრანსის ელემენტების მსუბუქ ატმოსფეროსთან. რიტმული დინამიკა და მელოდიური დეტალები ქმნის აურას მათთვის, ვინც ეძებს ენერგიას და ემოციურ კავშირს საცეკვაო მოედანზე.
SoundCloud: https://shorturl.at/xpqGt
—————————-
Hafra ვატო მორჩილაძის თბილისში დაფუძნებული ტექნო პროექტია. კონსერვატორიის აკადემიური ბეგრაუნდიდან — თანამედროვე ელექტრონული მუსიკის სიღრმეებამდე.
მისი ჟღერადობა აერთიანებს მძიმე რიტმებს, მელოდიურ სტრუქტურებსა და ექსპერიმენტულ ელემენტებს. მუსიკას მათთვის, ვინც ეძებს სიღრმეს საცეკვაო მოედანზე.
SoundCloud: https://shorturl.at/lO0bU
—————————-
- Doors open at 19:00
- Entrance: 20 GEL
- 1+1 on Special Cocktails till 22:00
- Face and Age Control [18+]