19 ივნისს - Tropicos ბათუმი ზაფხულის სეზონს იწყებს, სადაც ელექტრონული მუსიკის საერთაშორისო სცენაზე აღიარებული გერმანელი დიჯეი და პროდიუსერი - Michael Mayer დაუკრავს.
ბოლო ოთხი ათწლეულის განმავლობაში მაიკლ მაიერმა (Michael Mayer) არაერთი რამ შეძლო: შეინარჩუნა საერთაშორისო დონეზე აღიარებული დიჯეის კარიერა; გახდა მუსიკალური ლეიბლის, Kompakt-ის, მისი ფიზიკური და ონლაინ მაღაზიების თანამმართველი; და გამოუშვა სინგლებისა და ალბომების სტაბილური ნაკადი — როგორც სოლო, ასევე ისეთ არტისტებთან კოლაბორაციით, როგორებიც არიან Superpitcher, Reinhard Voigt, Kölsch, Barnt და საცეკვაო მუსიკისა თუ სხვა სფეროების უამრავი ნიჭიერი წარმომადგენელი.
მან ასევე გამოსცა რამდენიმე ინოვაციური, ლეგენდარული მიქს-ალბომი — 1998 წლის ბრწყინვალე Neuhouse-იდან დაწყებული, ეპოქალური Immer-ის მიქსებით დასრულებული, რასაც ემატება მისი წვლილი ცნობილ სერიებში Fabric და DJ-Kicks. თუმცა, ყოველივე ამის საფუძველი მისი მკაფიო, მაგრამ ამავდროულად თავისუფალი ესთეტიკის დახვეწილი სწრაფვა და მუსიკის მრავალფეროვნებისა თუ სირთულისადმი გულწრფელი, საფუძვლიანი დაფასებაა.
კარის გახნა: 00:45
ასაკობრივი შეზღუდვა 18+