MGZAVREBI თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
MGZAVREBI

MGZAVREBI

MGZAVREBI
Tbilisi, Georgia
ბილეთის ფასი
დან70 ₾
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

24.10.2026
შაბათი
21:00
70 ₾

აღწერა

განსაკუთრებული ატმოსფერო, განახლებული რეპერტუარი და მონატრებული სიმღერები. 24 ოქტომბერს წარმოგიდგენთ, ყველასათვის საყვარელი ჯგუფი "მგზავრები"-ს კონცერტს, აკადემიაში. საღამოს გახნის დიჯეი, DICHO.

 

ჯგუფი "მგზავრები" 2006 წელს ჩამოყალიბდა და არსებობის მანძილზე ბევრი ტრანსფორმაცია განიცადაშემადგენლობის თვალსაზრისით, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია იმისთვის, რომ "მგზავრები" მსმენელისერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ჯგუფი გამხდარიყო. "მგზავრები"-ს მუსიკა მოიცავს როგორცფოლკლორულ, ასევე კლასიკური მუსიკის ელემენტებს და მასში აგრეთვე ჭარბად არის იმპროვიზაციისელემენტები. ჯგუფს არსებობის მანძილზე ჩატარებული აქვს რამდენიმე ათეული სოლო კონცერტი, ჩაწერილი აქვს რამდენიმე სტუდიური ალბომი და გადაღებული აქვს არაერთი მუსიკალური ვიდეოც. ჯგუფი "მგზავრები" დღემდე აქტიურად განაგრძობს კონცერტების გამართვას როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

ფოტო და ვიდეო

MGZAVREBI

ადგილი

Tbilisi
თბილისი — დედაქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში; 1922–1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380–600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 502 კმ² ფართობი უჭირავს და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს. თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის. ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება