მეხიკო სითი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
მეხიკო სითი

მეხიკო სითი

მეხიკო სითი
23 Ilia Chavchavadze St., Tbilisi
advertising
ინგლისური, ქართული

აღწერა

ცნობილი შეფ-მზარეული, ჟურნალისტი და მწერალი, ენტონი ბორდეინი მექსიკაში მოგზაურობს და თავის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს. აქ საჭმელი და ხელოვნება ადამიანების მთავარი მამოძრავებელი ძალაა, თუმცა, ბევრს ჯერ კიდევ უწევს ყოველდღიური საკვებისა და უკეთესი ცხოვრებისთვის იბრძოლოს.

ჟურნალისტ ანაბელ ერნანდესის დახმარებით ბორდეინი ცდილობს გაიგოს, როგორია ნარკოტიკებით ვაჭრობასთან დაკავშირებული ძალადობის გავლენა რეგიონზე და ადგილობრივების ცხოვრების ხარისხზე.

“მეხიკო სითი” CNN-ის დოკუმენტური სერიების ციკლის- Parts Unknown-ის ერთ-ერთი ეპიზოდია და ის 2014 წელს გავიდა ეთერში.

 ფილმის შემდეც სტუმრად გვეყოლება მწერალი და მოგზაური, არჩილ ქიქოძე, რომელიც თავადაც ნამყოფია მექსიკაში და საკუთარ გამოცდილებებსაც გაგვიზიარებს.

მეხიკო სითი
ავტორი: ენტონი ბორდეინი
ხამგრძლივობა:42 წუთი
ქვეყანა: აშშ

ფოტო და ვიდეო

მეხიკო სითი

ადგილი

კაფე მზიური
ეს მზიურის კაფეა, სოციალური საწარმო, გემრიელი კერძების და საინტერესო ღონისძიებების ადგილი
ამ ადგილის ყველა ღონისძიება