მექსიკური ბრანჩი თბილისი მარიოტში თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
მექსიკური ბრანჩი თბილისი მარიოტში

მექსიკური ბრანჩი თბილისი მარიოტში

მექსიკური ბრანჩი თბილისი მარიოტში
13 Rustaveli Ave, Tbilisi
ბილეთის ფასი
დან85
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

თბილისი მარიოტი გიწვევთ მექსიკურ ბრანჩზე, რომელიც სტუმრებს მექსიკური სამზარეულოს მრავალფეროვან და ავთენტურ გემოებს შესთავაზებს.


ბრანჩის ფარგლებში სტუმრებს დახვდებათ ღია ბუფეტი ცივი აპეტაიზერებით, სალათებით, ტაკოს Live Station-ით, მექსიკური სტილის ცხელი კერძებითა და ტრადიციული დესერტებით. მენიუში წარმოდგენილია ისეთი კერძები, როგორიცაა Shrimp Cocktail Salad, Mexican Chicken Cilantro Salad, Chili con Carne, Chicken Quesadilla, Chicken Pozole Soup და მრავალი სხვა.


ბრანჩის განსაკუთრებული ნაწილი იქნება Pulled Beef Taco Bar, სადაც სტუმრები საკუთარი გემოვნებით ააწყობენ ტაკოს სხვადასხვა სოუსითა და გუაკამოლეთი.


დესერტების სექციაში დაგხვდებათ მექსიკური შტრიხით შექმნილი ტკბილეული — Mini Churros, Classic Caramel Flan და Mexican Rice Pudding.


ბრანჩი ასევე მოიცავს გამაგრილებელ სასმელებს: Non-Alcohol Mojito, Berry Lemonade, სხვადასხვა წვენებსა და მინერალურ წყალს.


ღონისძიება იდეალურია ოჯახური შეხვედრებისთვის, მეგობრულ შეკრებებისთვის და მშვიდი კვირა დღის გემრიელად გასატარებლად.

 

დასაწყისი: 13:00 

დასასრული: 16:00


• ღონისძიება განკუთვნილია ყველა ასაკის სტუმრებისთვის.

• 6 წლამდე ბავშვებისთვის მენიუ უფასოა, ხოლო 6-12 წლამდე ხელმისაწვდომია ნახევარ ფასად.

ფოტო და ვიდეო

მექსიკური ბრანჩი თბილისი მარიოტში

ადგილი

Tbilisi Marriott Hotel
სასტუმრო „თბილისი მარიოტი“, ყოფილი სასტუმრო „მაჟესტიკი“ — შოთა რუსთაველის გამზირზე N13-ში მდებარე სომეხი ვაჭრისა და მეცენატის მიხეილ არამიანცის დაკვეთით აშენებული სასტუმრო. მშენებლობა 1911 წელს დაიწყო თბილისში მოღვაწე რუსი არქიტექტორის ალექსანდრ ოზეროვის პროექტით. შენობის საბოლოო ვარიანტი თბილისელმა არქიტექტორმა გაბრიელ ტერ-მიქელოვმა შექმნა 1915 წელს. სწორედ ტერ-მიქელოვისეულია ნაგებობის „შეზნექილი“ ფასადი და გიორგი ჭანტურიას ქუჩის კუთხისკენ მიმართული სიმრგვალე, რომელიც დღესაც განსაზღვრავს რუსთაველის გამზირის ამ მონაკვეთის პლასტიკურ ხასიათს. ნაგებობა მნიშვნელოვნად დაზიანდა 1991-92 წლების თბილისის ომის დროს. ომის დროსვე განადგურდა მისი არქივი. 2002 წელს მოხდა შენობის რესტავრაცია. მასში განთავსდა Marriott-ის ქსელის სასტუმრო „თბილისი მარიოტი“.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება