Metropolis თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
Metropolis
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

Metropolis / მეტროპოლისი (1927), მუსიკა: VAZHMARR
ზაფხულის კინოჩვენებები მუსიკის თანხლებით  

საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი წარმოგიდგენთ კინოპროგრამას ღია ცის ქვეშ, რომლის ფარგლებში ნაჩვენები იქნება სამი გამორჩეული ფილმი ვაიმარის რესპუბლიკის გვიანდელი პერიოდის კინემატოგრაფიიდან.

ფრიც ლანგის „მეტროპოლისი“ (1927) - გერმანული ექსპრესიონიზმის წინასწარმეტყველური ნამუშევარი და კინომატოგრაფიის ისტორიაში ერთ-ერთი პირველი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმია. ფილმი დისტოპიურ მომავლის ხედვას ქმნის. საზოგადოება მკვეთრადაა გაყოფილი - მდიდარი ელიტა მბრძანებლობს ჩაგრულ მუშათა კლასზე. მრავალფეროვანი თემატიკის, მონუმენტური არქიტექტურისა და სრულიად ნოვატორული ვიზუალური ენის წყალობით, ,,მეტროპოლისი" მსოფლიო შედევრადაა მიჩნეული.

 სპეციალურად ამ ღონისძიებისა და ფილმ "მეტროპოლისისთვის" შექმნილ კომპოზიციას მუსიკოსი VAZHMARR ცოცხლად შეასრულებს.

გელოდებით 11 ივლისს, 21:00 საათიდან ჩვენს ეზოში!

ფოტო და ვიდეო

Metropolis

ადგილი

საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი
ენა. კულტურა. გერმანია. ჩვენ ხელს ვუწყობთ გერმანული ენის ცოდნას საქართველოში და ვინარჩუნებთ საერთაშორისო კულტურულ თანამშრომლობას.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება