ეს არ არის მხოლოდ ხატვის სემინარი, არამედ ღრმა, ტრანსფორმაციული მოგზაურობა საკუთარ თავისკენ. ვორქშოპის. დასაწყისში თითოეული მონაწილე ამოიღებს მეტაფორულ ბარათს - ის თვითშემეცნების გასაღებად იქცევა: სად ვარ ახლა? რა არის ჩემი ძლიერი მხარე?
ხოლო შემდეგ ხატვის ოსტატი გაგიძღვებათ შემოქმედებით პროცესში - და დაგეხმარებათ გრძნობების და ფიქრების ტილოზე გადატანაში. ამ სემინარს არ სჭირდება ხატვის გამოცდილება, ამ პროცესში არ არსებობს წესები. მხოლოდ თქვენ, საღებავები და თქვენი შინაგანი სამყარო, რომელიც გამოვლენისკენ ისწრაფვის.
ხანგრძლივობა: 2 საათი
საჩუქრად: Mary Jos-ის ნებისმიერი ჩაი არჩევით
