30 მაისს, ასოციაცია ქართული ღვინოს და შატო მუხრანის ორგანიზებით, მერანოს ღვინის ფესტივალი საქართველოში, შატო მუხრანში უკვე მეოთხედ გაიმართება.
ამ განსაკუთრებულ დღეს ერთ სივრცეში ერთიანდება მაღალი ხარისხის, მრავალფეროვანი და გამორჩეული ღვინოები, დახვეწილ გასტრონომიულ პროდუქტებთან ერთად.
ფესტივალი მასპინძლობს საერთაშორისო ღვინის პროფესიონალებს იტალიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, თურქეთიდან, შვეიცარიიდან, საფრანგეთიდან აშშ-დან,უზრუნველყოფს მის ფართო გაშუქებას წამყვან საერთაშორისო პლატფორმებზე.
ფესტივალის პროგრამა:
კარის გახსნა: 11:00
ფესტივალის ოფიციალური გახსნა –12:00
• ღვინის გამოფენა-გაყიდვა:
📍 ორანჟერეა
- 400-ზე მეტი დასახელების ღვინის გამოფენა-გაყიდვა საქართველოს, იტალიის, საფრანგეთის, ესპანეთის, პორტუგალიის, უნგრეთის, თურქეთის და სომხეთის რეგიონებიდან
- ქართული გასტრონომიული პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა
• ღვინის დეგუსტაციები:
📍 სასახლის ზამთრის ბაღი
- 13:00 – 13:45 BORderless ღვინის კულტურა, საიდუმლოები და ლეგენდები. უნგრული ღვინოები | იოზეფ კრიზმანიცი
- 15:00 – 15:45 კალაბრიის რეგიონი | ჰელმუტ კოხერი & გვიდო ინვერნიცი
- 16:00 – 16:45 თურქული ღვინოები | საბიჰა აპაიდინი
• სემინარები:
📍 შატო მუხრანის XIX საუკუნის ტყე-პარკი
- 14:00 – 15:00 | საუბრები ღვინოზე, რომელსაც წარუძღვება ფესტივალის განსაკუთრებული სტუმარი, მსოფლიოს წამყვანი ენოლოგი ალბერტო ანტონინი
- 15:00 – 18:00 | დავით ტურაშვილის პანელური დისკუსია
• კულინარიული მასტერკლასები:
- 14:00 -15:00 | Michelin-ის გზამკვლევის ყოველწლიურ რეკომენდაციაში შესული ჰოლანდიელი შეფ-მზარეული რუდოლფ ვან ნუნენი
- 16:00 -17:00 | ქართველი შეფ-მზარეული ალექსანდრე ტატიშვილი
• საკვები და გასართობი ზონა
📍 შატო მუხრანის XIX საუკუნის ტყე-პარკი
• ცოცხალი მუსიკა - ბენდი “Showtime”
📍 ორანჟერეის გარე სივრცე
After Party: 19:00-დან
ფესტივალის დასასრული: 21:00
🎟 ბილეთები:
• სტანდარტული ბილეთი -
I კალათა - 80 ლარი
(აღნიშნული ფასი მოქმედებს 29 მაისის ჩათვლით)
II კალათა - 100 ლარი
• კარზე - 100 ლარი
თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება ფესტივალის სტანდარტულ ბილეთზე ონლაინ შეძენისას, თიბისი კონცეპტის ნებისმიერი ბარათით გადახდის შემთხვევაში.
პროფესიონალურ დეგუსტაციაზე დასასწრები ბილეთის შეძენა შეგიძლიათ დამატებით, ფასი 30 ლარი (ადგილების რაოდენობა შეზღუდულია)
TKT.ge-ის მეშვეობით შესაძლებელია სტანდარტულ ბილეთთან ერთად მხოლოდ ერთი (არჩევით) მასტერკლასზე დასასწრები ბილეთის შეძენა. ერთზე მეტ მასტერკლასზე დასასწრები ბილეთის შესაძენად, გთხოვთ დაუკავშირდეთ ორგანიზატორებს ქვემოთ მითითებულ ელ.ფოსტაზე, შესაბამისი ჯავშნის უზრუნველსაყოფად.
🎓 სტუდენტებზე მოქმედებს 50%-იანი ფასდაკლება (კარზე, სტუდენტური პირადობის მოწმობის წარდგენისას; ერთჯერადად, ერთ ბილეთზე)
🔞 18 წლამდე პირებისთვის დასწრება უფასოა, დასაშვებია მხოლოდ მშობლების თანხლებით
📩 დამატებითი ინფორმაციისთვის: 1878@mukhrani.com
„მერანოს ღვინის ფესტივალი“ პირველად 1992 წელს სამხრეთ ტიროლში, ქალაქ მერანოში გაიმართა. ეს იყო პირველი ღვინის ფესტივალი ევროპაში, რომელიც დროთა განმავლობაში არა მხოლოდ იტალიის, არამედ მსოფლიო მასშტაბით წამყვან ღვინის მოვლენად იქცა.
15 წელია, რაც საქართველო ცნობილ იტალიურ „მერანოს ღვინის ფესტივალთან“ თანამშრომლობს. 2022 წელს მერანოს ღვინის ფესტივალი პირველად გასცდა იტალიის საზღვრებს და საქართველოში გაიმართა. ამ 3 წლის განმავლობაში ფესტივალი გაიზარდა, როგორც მონაწილეთა, ასევე სტუმართა რაოდენობით და ღვინის პროფესიონალებისა და მოყვარულების შეხვედრის ტრადიციულ ადგილად იქცა.