გამოცხადდა მიღება ზურა მხეიძის საავტორო კურსის მე-6 ნაკადზე – „მენეჯმენტის ფსიქოლოგია“
კურსზე დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც ZOOM-ის მეშვეობით
რა არის მართვა – ეს არის სისტემა სადაც კოორდინირებულია მოქმედებები, რომელიც ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვანი მიზნის მიღწევას ემსახურება.
ვის ვმართავთ – ეს არის ადამიანები, რომელთაც გარდა პროფესიული ცოდნის და უნარ ჩვევების, თავიანთი პიროვნულ- ფსიქოლოგიური ინდივიდუალიზმით განსხვავებულები არიან და მათ უწევთ ერთ ორგანიზაციაში, როგორც სამსახურეობრივი, ასევე პიროვნული ურთიერთობები და და ამ ურთიერთობის ეფექტურობაზე დიდწილადაა დამოკიდებული ორგანიზაციის მუშაობა.
როგორ ვმართავთ – მართვისთვის აუცილებელია ვერკვეოდეთ ადამიანის ფსიქოლოგიაში, როგორც ზოგადად ადამიანის ფსიქოლოგიური სისტემის შესაძლებლობებში, ასევე მოტივაციებსა და მამოტივირებელ ინსტრუმენტებში.