პლასტილინის ანიმაცია მოზრდილებისთვის, რეჟისორისგან „მერი და მაქსი“. გმირი გრეისის განმარტოებული ცხოვრება იცვლება მას შემდეგ, რაც მეგობრობას იწყებს ასაკოვან და ექსცენტრიულ პინკისთან.
ოსკაროსანი ანიმატორის, ადამ ელიოტის პირველი ნამუშევარი 15 წლის შემდეგ – პლასტილინის ტრაგიკომედია, რომელმაც შესანიშნავი შეფასებები და მოზრდილთა კატეგორიის რეიტინგი დაიმსახურა.
ანიმაციური ფილმი თერაპიულ ნამუშევარს ემსგავსება, რომელიც ამსუბუქებს შინაგან ტანჯვას. მთავარი გმირის ცხოვრების ისტორიაში ჩაძირვით, ელიოტი თანმიმდევრულად მიჰყავს აუდიტორია მთავარ იდეამდე – არსებობის სიმძიმეს ვერავინ გაექცევა, მაგრამ შეგვიძლია შევქმნათ საკუთარი მყუდრო სამყარო, სადაც იქნება მოვლენები, საგნები და ადამიანები, რომლებზეც ღირს ცხოვრება.
„ოქროს გლობუსისა“ და „ოსკარის“ ნომინაცია საუკეთესო ანიმაციური ფილმის კატეგორიაში.