პლასტილინის ანიმაცია მოზრდილებისთვის, რეჟისორ „მერი და მაქსის“ შემქმნელისგან.
მარტოსული გრეისის ცხოვრება რადიკალურად იცვლება, როდესაც ის მეგობრობას იწყებს ექსცენტრიულ და თავქარიან პინკისთან.
ოსკაროსანი ანიმატორის, ადამ ელიოტის, პირველი ნამუშევარი ბოლო 15 წლის განმავლობაში – პლასტილინის ტრაგიკომედია, რომელსაც კრიტიკოსების უმაღლესი შეფასებები და მოზრდილებისთვის განკუთვნილი რეიტინგი აქვს.
ფილმი თერაპიული ნაწარმოების როლს ირგებს, რომელიც ამსუბუქებს ემოციურ ტკივილს. ელიოტი მაყურებელს მთავარი გმირის ცხოვრებაში ჩაახედებს და თანდათან მიჰყავს ისინი საკვანძო აზრამდე: ბუნებრივი ტვირთი, რომელსაც ცხოვრება გვაკისრებს, გარდაუვალია, თუმცა ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ საკუთარი პატარა სამყაროს კუნჭულები – სავსე მოვლენებით, ნივთებით და ადამიანებით, რომელთა წყალობით სიცოცხლეს აზრი აქვს.
ფილმი „ოქროს გლობუსისა“ და „ოსკარის“ ნომინანტია საუკეთესო ანიმაციის კატეგორიაში.