კულტური თრილერი, რომელმაც გავლენა მოახდინა მანამდე და შემდგომ შექმნილ მრავალ ფილმსა და სერიალზე, რომლებიც სერიულ მკვლელობებსა და გამოძიებებს ეხება. Bong Joon-ho ამხელს და აშკარას ხდის იმ სასოწარკვეთას, რომელიც ჩვეულებრივ დამალულია დამაინტრიგებელი კრიმინალური სიუჟეტის მიღმა.
1986 წელი, სამხრეთ კორეის პროვინცია. პოლიცია იძიებს ქალების სასტიკ მკვლელობათა სერიას. მტკიცებულებები ერთმანეთს არ ეწყობა, გამომძიებლები მოთმინებას კარგავენ, მოწმეები ჩვენებებში ებნევიან. ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი და შემზარავი ფილმი იმაზე, თუ როგორ შეუძლია ბოროტების გაუგებრობას ადამიანი ჭკუიდან გადაიყვანოს.
